Wednesday, July 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯარიმებით შევსებული ბიუჯეტი – ოპოზიცია სატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებს

July 22, 2026
ჯარიმებით შევსებული ბიუჯეტი – ოპოზიცია სატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებს

ოპოზიცია აცხადებს, რომ უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმების ზრდა სატრანსპორტო სისტემის ჩავარდნასა და მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობას ვერ ფარავს. ხელისუფლების ოპონენტები პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებენ და ამბობენ, რომ მოქმედი წესები მოქალაქეების დაჯარიმებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე პრობლემის მოგვარებას.

პოლიტიკოსი საბა ბუაძე ამბობს, რომ უბილეთო მგზავრობისთვის პასუხისმგებლობის განხილვამდე, ხელისუფლებამ თავად უნდა აგოს პასუხი წლების განმავლობაში ჩავარდნილი სატრანსპორტო რეფორმისა და მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობისთვის.

“რა თქმა უნდა, არ უნდა ხდებოდეს უბილეთოდ გადაადგილების წახალისება და ასეთ შემთხვევაში, ჯარიმა არის ლოგიკური. მაგრამ როცა ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე, პირველ რიგში, დგას პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, ვინც 9 წლის განმავლობაში სატრასნპორტო რეფორმა ვერ დაასრულა და მეტიც, ჩააგდო და ჩააფლავა და შემდეგ უნდა გადავიდეთ უკვე უბილეთოდ მგზავრობის საკითხზე და უბილეთო მგზავრების დაჯარიმებაზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც უბილეთოდ გადაადგილდება იმის გამო, რომ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან, რომელიც ასევე “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა და რომელიც ადამიანს უპერსპექტივობის და ქვეყნიდან გაქცევის გარდა ვერაფერს სთავაზობს” – ამბობს საბა ბუაძე.

კოალიცია “ცვლილებისთვის ” წევრი ბესიკ დონაძე კი მიიჩნევს, რომ მოქმედი რეგულაციები და გადახდის სისტემის მოწყობა მანიპულაციურია და მოქალაქეების დაჯარიმებას უფრო ემსახურება, ვიდრე სამართლიან კონტროლს.

“მანიპულაციური ჩანაწერი, რომ მგზავრმა დაწყებისთანავე უნდა გადაიხადოს გადასახადი, ეს საშუალებას აძლევს კალაძეს, რომ გამოწეროს ბევრი ჯარიმა, რადგან ხშირად არის შემთხვევა, რომ მაგალითად, თვითონ ვერ მიდიხარ და ვიღაცას უნდა გადააწოდო ბარათი, რომელმაც კარგად ვერ დაადო, სადღაც რღაცა პრობლემა იყო, ანუ რეალურად, კალაძე ქმნის იმას, რომ თითქოს ამდენი უპასუხისმგებლო ადამიანია ქალაქში, რომელიც არ იხდის მგზავრობის ღირებულებას. ეს არის ტყუილი. ვერ იხდიან ეს ადამიანები, იმიტომ, რომ პირველი – კანონის ჩანაწერის გამო და მეორე – არახელსაყრელი ადგილის გამო, სადაც დამონტაჟებულია გადასახადის აპარატურა” – ამბობს ბესიკ დონაძე.

ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 660 792 ლარი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალტუბო-ხონის დამაკავშირებელი გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს
  • “ვახო სანაიასთვის პატიმრობის შეფარდებით ვისი ცხოვრება გახდება უკეთესი? პაპუაშვილო, ბოჟაძევ, 14 დღე მშვიდად დაიძინებთ?…” – ელისო ჯარიაშვილი
  • რობერტ „მადიარ“ ბროვდი ინფორმაციას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge