Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ქვეყანაში 90 პოლიტიკური პატიმრის არსებობა საქართველოს ევროპულ მომავალს აზიანებს” – ოპოზიცია განცხადებას ავრცელებს

July 21, 2026
“ქვეყანაში 90 პოლიტიკური პატიმრის არსებობა საქართველოს ევროპულ მომავალს აზიანებს” – ოპოზიცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოში, ოპოზიციის შეფასებით, 90 პოლიტიკური პატიმრის არსებობა ქვეყნის ევროპულ მომავალს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებაზე მიუთითებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების განმუხტვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე შეუძლებელია და ამბობენ, რომ მათი საქმეები ადამიანის უფლებებისა და სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

“ძლიერი საქართველოს” წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, დაკავებულთა უფლებები მათი დაკავებისა და პატიმრობის პროცესში არაერთხელ დაირღვა, რის გამოც ისინი პოლიტპატიმართა სიაში მოხვდნენ. მათი თქმით, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა მათი გათავისუფლებაა.

ზემოთ აღნიშნული პირთა უფლებები ირღვეოდა შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებით სარგებლობის დროს. ამასთანავე, როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე, ასევე პოლიციის მანქანებში. ამიტომ არასათანადო მოპყრობის, ღირსების შემლახავი მოპყრობის ქვეშ იყვნენ ეს ადამიანები და არ არის გასაკვირი, რომ მოხვდნენ ამ ჩამონათვალში. ერთადერთი გამოსავალი რაც აქვს “ქართულ ოცნებას”, ეს არის ამ პირების გათავისუფლება, მითუმეტეს, ევროკავშირის შეუსრულებელი რეკომენდაციებიდან პირველი ეს არის სწორედ დეპოლარიზაციის მოთხოვნა და ამ ქვეყანაში სიტუაციის განსამუხტად და იმისთვის, რომ დაძლეულ იქნას ეს პოლიტიკური კრიზისი, რაც ქვეყანაში არსებობს, აუცილებელია, ეს პირები გათავისუფლდნენ პენიტენციური დაწესებულებებიდან, – ამბობს ლანა გალდავა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პოლიტპატიმრების არსებობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აზიანებს. მათი შეფასებით, “ოცნების” ხელისუფლება პოლიტიკური დევნით საზოგადოებრივი წინააღმდეგობის შესუსტებას ცდილობს.

ამ რაონოდების პოლიტპატიმრების და ზოგადად, პოლიტპატიმრების არსებობა ქვეყანაში შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სიარულს, რაც არის, სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის ამოცანა. მათ შორის, ამ ადამიანების ტყვედ აყვანა, გარდა იმ ამოცანებისა, რომ გატეხოს წინააღმდეგობა, რომ ტყვეები აიყვანოს და მერე ივაჭროს ამ ტყვეებით, ასევე სტრატეგიულად ემსახურება საქართველოს ჩამოშორებას ევროპული და ევროატლანტიკური გზიდან. რა უნდა გავაკეთოთ? არცერთი წუთით ეს ბრძოლა არ უნდა შეჩერდეს იმის მიუხედავად რამდენ ტყვეს აიყვანს ბიძინა ივანიშვილი, აუცილებლად გამოჩნდება ამ ქვეყანაშ ხალხი, რომელიც ბრძოლის დროშას ხელში აიღებს და გააგრძელებს ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ. მათი ამოცანაა, რომ გატეხონ ბრძოლა, ჩვენი ამოცანაა, რომ ჰგავტეხოთ და ჩამოვშალოთ რეჟიმი, – ამბობს “დროას” წევრი, გიგი ლემონჯავა.

ენმ-ს წევრი, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, პოლიტპატიმრების არსებობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და საზოგადოების გაერთიანებას უშლის ხელს. მისი შეფასებით, არსებული პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის აუცილებელია ქვეყანაში არსებული ვითარების შეცვლა.

შეუძლებელია, რაიმე შანსი ჰქონდეს დემოკრატიული კუთხით ჩვენს ქვეყანას, ინსტიტუციური კუთხით, პერსპექტივის კუთხით, საზოგადოება გვყავდეს, რომელიც არის ასეთი პოლარიზებული. იმიტომ, რომ ამდენი პოლიტიკური პატიმარი ნიშნავს ამდენ გაუბედურებულ ოჯახს, ამდენ მოწყვეტილ ადამიანს საკუთარი ოჯახიდან უსამართლოდ. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს ქვეყანაში, ეს რეჟიმი უნდა მოშორდეს, – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 90 პოლიტპატიმარია. ამის შესახებ სანდრო ბარამიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს ეფუძნება, ხოლო უმრავლესობა ერთზე მეტ, ზოგიერთ შემთხვევაში კი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • ლენტეხში გეოლოგებმა მუშაობა დაასრულეს – რა მდგომარეობაა სტიქიის ზონაში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge