Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს

July 21, 2026
ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი – მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას” – ამის შესახებ ელენე ხოშტარია “ვივა მედიდან” გამოგზავნილ წერილში წერს.

დაპატიმრებული ქალი პოლიტიკოსი ოპოზიციას სამოქმედო გეგმას სთავაზობს და ამბობს, რომ ოპონენტების დასამარცხებლად აუცილებელია არა მხოლოდ ერთიანობა, არამედ თანმიმდევრული და დისციპლინირებული მუშაობა.

უნდა ხედავდეთ არა ცალ-ცალკე პარტიებს, არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას; არა კამათს, რომელ არჩევნებში ვინ მიიღებს მონაწილეობას, არამედ ბრძოლას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის – წერს წერილში ელენე ხოშტარია.

დღის წესრიგი, ბუნებრივად, გადავსებულია ინფორმაციით, თუ რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის ლიდერებს. სინამდვილეში კი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი. მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას. დე ფაქტო მმართველი, რომელიც ევროპას და ამერიკას აცხადებს მტრად; დე ფაქტო მმართველი, რომელიც საკუთარ თავს აიგივებს სახელმწიფოსთან; დე ფაქტო მმართველი, რომელიც ყველაზე დიდ მტერს, 21-ე საუკუნის კიბოს – რუსეთს მეგობრად მიიჩნევს და რომლისთვისაც ადამიანი არ წარმოადგენს არანაირ ფასეულობას, არც საკუთარ გარემოცვაში მყოფი და მითუფრო არც ოპონენტებში, ვერ უნდა ქმნიდეს დღის წესრიგს. ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ ყოველდღიურად, რადგან ჩვენ ვერჩით მას და აუცილებლად დავამარცხებთ, მიუხედავად იმისა, რამდენწლიან სასჯელს მოიგონებს ოპონენტებისთვის.
ამ გამარჯვებისთვის კი, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ერთიანობა, არამედ თანმიმდევრული და დისციპლინირებული მუშაობა. ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებს; უნდა ხედავდეთ არა ცალ-ცალკე პარტიებს, არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას; არა კამათს, რომელ არჩევნებში ვინ მიიღებს მონაწილეობას, არამედ ბრძოლას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ყოველ დილით თქვენ უნდა გიხსნიდეთ ოპოზიცია, რომ რუსეთი მარცხდება და უკრაინა იმარჯვებს; რომ დასავლეთი გაძლიერებულია და რუსეთი დასუსტებული. უნდა ხედავდეთ, როგორ იცავს ოპოზიცია უსამართლოდ დაჩაგრულ ნებისმიერ ადამიანს; როგორ ამხელს და აშიშვლებს სისტემას. აი, ეს უნდა ვაკეთოთ ყოველდღე. ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია და გვევალება.
ბოლომდე!

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლენტეხში გეოლოგებმა მუშაობა დაასრულეს – რა მდგომარეობაა სტიქიის ზონაში
  • გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
  • ელისო კილაძის საქმე – რა თქვეს მოწმეებმა პროცესზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge