საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის დააჯარიმა. სანქციები კომპანიებს სხვადასხვა რაოდენობის დარღვევის ფაქტის გამო დაეკისრათ. ინფორმაციას ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით bm.ge ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში კომპანიებმა დაარღვიეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას, შენახვასა და სამსახურისთვის წარდგენას არეგულირებს.
დაჯარიმებულ კომპანიებს შორის არიან ირაკლი სესიაშვილის „უნოტრონი“ და ძმები პაპაშვილების თანასაკთრებაში მყოფი “ვაითბით ჯორჯია”.
დაჯარიმებული კომპანიების ჩამონათვალი კი ასეთია:
