Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ელისო კილაძის საქმე – ვინ იკითხება საქალაქო სასამართლოში

July 21, 2026
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026 – რა იცვლება და რა ვადები უნდა დაიმახსოვრონ მშობლებმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის სასამართლო პროცესი ისევ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს – ამ წუთებში სხდომაზე ჩვენებას პროკურატურის ორი მოწმე აძლევს, რომლებიც ე.წ ქოლ ცენტრის თანამშრომლები არიან.

როგორც სხდომის დაწყებამდე, საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა, მოწმეები ბრალდებულთან მიმართებით მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას დააფიქსირებენ.

“დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება ორი მოწმე – ორივე მათგანი დასაქმებული იმ “თაღლითურ ქოლ-ცენტრში”, რომლის ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ბრალდებული, შესაბამისად ისინი ისაუბრებენ “ქოლ-ცენტრის” საქმიანობის დეტალებზე, რაც ვფიქრობ, რომ სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილების გამოტანისას, ვინაიდან ისინი სხვადასხვა “ქოლ-ცენტრში” იყვნენ დასაქმებულები და შესაბამისად, მათთვის სხვადასხვა მონაცემები არის ცნობილი, თუმცა “ქოლ-ცენტრის” მუშაობის სპეციფიკა, ის, რომ მფარველობის კუთხით მათ პრობლემა არ ჰქონდათ, ამ საკითხებზე ისაუბრებენ – მათ შორის, ბრალდებულთან მიმართებით დააფიქსირებენ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას. მოწმეები არიან პირდაპირი ხასიათის, შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.

დაცვის მხარის თქმით, მოწმეებს, რომლებიც ამ წუთებში სასამართლოზე იკითხებიან, გამოკითხვის ოქმში, მხოლოდ ის აქვთ მითითებული რომ ელისო კილაძე დაინახეს ტერიტორიაზე, სადაც “ქოლ-ცენტრი” იყო.

ესგრე ადვოკატ ვალერიანი გელბახიანის კაბინეტიც იმ პერიმეტრზე იყო, სდაც “ქოლ-ცენტრი” იყო განთავსებული, საინტერესოა, თუ ელისო კილაძე დაინახა იმ ტერიტირიაზე, ვალერი გელბახიანი დაინახა თუ არა – ამბობს უფლებადამცველი.

“ადასტურებენ იმას, რომ ელისო კილაძე დაინახეს იმ ტერიტორიაზე, სადაც “ქოლ-ცენტრები” იყო განთავსებული. გამოკითხვის ოქმში ამას ამბობენ. მე ადვოკატ ვალერი გელბახიანის მიმართ დიდ პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მას კაბინეტი ჰქონდა იქ, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრი იყო განთავსებული და იურიდიულ მომსახურებას ეწეროდა, ამიტომ დღეს მე ამის შესახებ მოწმეს კითხვას აუცილებლად დავუსვამ. საინტერესოა, თუ ელისო კილაძე დაინახა იმ ტერიტირიაზე, ვალერი გელბახიანი დაინახა თუ არა. ვალერი გელბახიანი დღეს ადვოკატია, თუნდაც შესაძლებელია, მეც ვყოფილიყავი შესული, რადგან ჩემთვის ცნობილი არ იყო, რომ იქ “ქოლ-ცენტრი” იყო. რა თქმა უნდა, ეს რომ სცოდნოდა ელისო კილაძეს, თქვენ როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელიც ამხელდა (ქოლ-ცენტრებს) და სამართალდამცველებს აწვდიდა ინფორმაციას, როგორ ფიქრობთ, რომ სცოდნოდა, რომ მის თავზე ე.წ. ქოლ-ცენტრი მდებარეობდა, არ ამხელდა დანაშაულში რომელიმეს?

როგორც ცნობილია, წინა სასამართლოზე დაიკითხა ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ეს იყო თორნიკე ჯანელიძე. მაგრამ ჩვენ ადვოკატები ვთლით, რომ თორნიკე ჯანელიძე ჩვენი მოწმე უფრო იყო, ვიდრე ბრალდების მოწმე, რადგან როდესაც მას ჩვენ ვკითხეთ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით – იყო თუ არა რაიმე ფაქტი ელისო კილაძის წინააღმდეგ ან ვისი თანხა მიითვისა, მან თქვა, რომ ელისო კილაძეს არავის მიმართ თაღლითობა არ ჩაუდენია და ეს ბრალდება მისთვსი არის აბუსრდული”, – აცხადებს ნათია კოტრიკაძე.

ელისო კილაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩაში 18 თებერვალს დააკავეს.

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ელისო კილაძე დაკავების პირველივე დღიდან ამბობს, რომ ის მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.

კილაძის საქმის წარმოება ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი – სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლენტეხში, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ
  • გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
  • ელისო კილაძის საქმე – რა თქვეს მოწმეებმა პროცესზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge