Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ადვოკატის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდების მხარეს 47 ტომი აქვს წარდგენილი

July 21, 2026
ადვოკატის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდების მხარეს 47 ტომი აქვს წარდგენილი

ადვოკატ ქეთევან ჩომახაშვილის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 47 ტომი აქვს ბრალდების მხარეს წარმოდგენილი.

როგორც მან ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ჩანიშნული სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მათ შორის არის დათვალიერების, ჩხრეკის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩხრეკის ოქმები.

„47 ტომი აქვს ბრალდების მხარეს წარმოდგენილი, საქმის მასალები, არის უამრავი ოქმი, მათ შორის წარმოდგენილია სხვა აქციის მონაწილეების მიმართ ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმის მასალები. საქმის მასალების, მტკიცებულებათა წარდგენის მოცულობას და წარდგენას განსაზღვრავს ბრალდების მხარე. მისი გადასაწყვეტია რა მტკიცებულებებს გამოიკვლევს დღეს, მათ შორის რა იქნება ის წერილობითი მტკიცებულებები, რომელსაც წაიკითხავს და გააცნობს სასამართლოს. ოქმები – დათვალიერების ოქმები, ჩხრეკის ოქმები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩხრეკის ოქმებია საქმის მასალებში წარმოდგენილი.

სავარაუდოდ, დღეს განვსაზღვრავთ სხდომების ოდენობას, რამდენი დაგვჭირდება. შემდეგ გახდება ნათელი როდის დასრულდება “,- აღნიშნა ქეთევან ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში კიდევ ერთი მშენებლობის ქვაბული იშლება
  • ნატა ვიბლიანის გამოკითხვა დაიწყო – ქალი რომელიც ამბობს, რომ 9 წლიდან აუპატიურებდნენ, გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge