Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურორის თქმით, ინციდენტში მონაწილე რუსი ქალების მიმართ “ამ ეტაპზე ქვეყნიდან გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიღებული არ არის”

July 21, 2026
პროკურორის თქმით, ინციდენტში მონაწილე რუსი ქალების მიმართ “ამ ეტაპზე ქვეყნიდან გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიღებული არ არის”

თელავის ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის საქმის პროკურორის ბექა ნათელაურის განცხადებით, ინციდენტში მონაწილე ქალების მიმართ პროკურატურას ამ ეტაპისთვის ქვეყნიდან გაუსვლელობის გადაწყვეტილება არ მიუღია.

კითხვაზე, როგორ აპირებს მოქმედებას პროკურატურა იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების ფარგლებში აღნიშნული ქალების ბრალეულობაც გამოიკვეთება, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია დანაშაულის უშუალო თვითმხილველი პირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რასაც ეს პირებიც აცნობიერებენ.

„აქვთ ინფორმაცია, რომ მათი ჩვენება გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა პროკურორმა.

მან ამასთან განმარტა, რომ გამოძიება დაინტერესებულია ყველა მიმართულებით და იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთა ვინმეს მხრიდან რაიმე სახის დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, ამას ექნება შესაბამისი რეაგირება.

„ყველა გამოკითხული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც ბრალდების მხარემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე და ბრალად აქვს წარდგენილი ბრალდებულს.

აქტიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, იკითხებიან მონაწილე პირები, გამოძიების პროცესში გამოკვეთილ თითოეულ ფაქტს ექნება შესაბამისი რეაგირება. გრძელდება გამოძიება და თუ გამოიკვეთა ვინმეს მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, ექნება შესაბამისი რეაგირება. გამოძიება დაინტერესებულია ყველა მიმართულებით და ყველა მიმართულებით აქტიურად ვაწარმოებთ საგამოძიებო მოქმედებებს, როგორც კი გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები და გვექნება შესაბამისი მტკიცებულებები, მოხდება დამნაშავეების დასჯა.

გამოძიების ფარგლებში გამოთხოვილია არაერთი ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, სასტუმროს ობიექტიდან, აღნიშნული ვიდეოჩანაწერები ასახავს ზოგადად ინციდენტს სრულყოფილად. კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი გახდა შელაპარაკება“,- განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ გამოძახებიდან უმოკლეს პერიოდში.

„ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება, ინიციატორის განმარტებით, აღნიშნული ინციდენტის გამოვლენისთანავე მათ მიმართეს სამართალდამცავ უწყებას. პოლიცია ადგილზე გამოძახებიდან მალევე მივიდა“, – განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, პროკურორის თქმით, მან სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

„ბრალდებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. როგორც სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებით ბრალდების მხარე ითხოვდა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას 5000 ლარის ოდენობით. მოსამართლის მიერ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში და ბრალდებულს შეეფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით, თუმცა გიარაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებული არ იქნა პატიმრობა“, – განაცხადა ბექა ნათელაურმა.

ცნობისთვის, ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა. ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუს ტურისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ქალს. თავის მხრივ, ბრალდებულიც მიუთითებს ყელის არეში დაზიანებაზე.

მომხდარის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში კიდევ ერთი მშენებლობის ქვაბული იშლება
  • ნატა ვიბლიანის გამოკითხვა დაიწყო – ქალი რომელიც ამბობს, რომ 9 წლიდან აუპატიურებდნენ, გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge