მოქალაქე ლიკა ლაზიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომსახურების სფეროში მუშაობისას რუსი ტურისტების მხრიდან შეურაცხმყოფელ მოპყრობაზე საუბრობს – მისი თქმით, მსგავსი გამოცდილება არაერთხელ ჰქონია.
“მომსახურების სფეროში 10 წელი ვიმუშავე და რუსებისგან და განსაკუთრებით რუსი ქალებისგან იძულებული ვიყავი შეურაცხყოფა ამეტანა!
თავზე ჩამოუცლიათ შამპანური, ჭიქა გამოუქნევიათ, ვუგინებივარ და მცდელობა ჰქონიათ, თმებით ვეთრიე ცოლ-ქმარს და ეს იმიტომ, რომ რუსულად არ ვესაუბრებოდი!!! ან მათ ეგომანიაკალურ მოთხოვნილებებს ვერ ვაკმაყოფილებდი! ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს ნომერში სრულიად შიშველიც დამხვდნენ და მოითხოვდნენ, რომ ნომერში შევსულიყავი და უბრალოდ მეყურებინა მათთვის!
ყოველ ჯერზე არაფხიზლები და იმპერიალისტური ეგოთი სავსე, მონად რომ აღმიქვამდნენ!
იმიტომ რომ ნებისმიერი რუსისთვის (პუტინის მიერ ჩაგრული რუსისთვისაც) საქართველო და პოსტ საბჭოთა ქვეყნები ყოველთვის იყო და იქნება მეორე ან მესამეხარისხოვანი, საქართველო გასართობი სამოთხეა ამიტომ ჩვენ მეორე ხარისხოვან ქვეყნად ვითვლებით. ისინი არასდროს დააყენებენ თავიანთ იმპერიალისტურ ეგოებს ჩვენს თანაბრად! არასდროს გვცემენ პატივს! არც ჩვენს ტრადიციებს და არც ენას! ა რ ა ს დ რ ო ს!
მე 2017 წელს გავიაზრე, (რადგან არც ისე დიდი ვარ) რუსების როგორ გვიპყრობდნენ დარიალის გავლით, ცალმხრივი ვიზებით და ტურისტის სტატუსით, რეალურად კი რუსი ტურისტი არ არსებობს! საქართველო მათი დაჩაა! კაკ დომა!
თუ ვინმე რუსოფობიას დამიწუნებს, ანწუხელიძის ბედს ზიარებოდეთ!
და დაიმახსოვრეთ, ეს ომია და რუსებს მორალური პედესტალიდან არ უნდა ველაპარაკებოდეთ!” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე ლიკა ლაზიშვილი.
