Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მოთამაშეების ჩხუბის გამო გამოძიება დაიწყო

July 21, 2026
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მოთამაშეების ჩხუბის გამო გამოძიება დაიწყო

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ გამოაცხადა.

ფინალური სასტვენის შემდეგ, არგენტინელთა მცველმა ნაუელ მოლინამ ესპანელთა კაპიტანს, როდრის, მუცელში ჩაარტყა. იმავდროულად, მოედნის ცენტრალურ ხაზზე მასობრივი ხელჩართული ჩხუბი ატყდა, რომლის დროსაც ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა, ერიკ გარსიას ყელში ხელი ჩაავლო, შემდეგ კი გავი წააქცია.

არბიტრმა სლავკო ვინჩიჩმა შემდგომში პარედესს წითელი ბარათი უჩვენა. მანამდე, მატჩის ძირითადი დროის მიწურულს, მსაჯმა მოედნიდან ენცო ფერნანდესიც გააძევა და გაფრთხილება მისცა არგენტინის ნაკრების კიდევ სამ მოთამაშესა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლიონელ სკალონის.

„ესპანეთსა და არგენტინას შორის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შესაბამისი ანგარიშების შეფასების შემდეგ და FIFA-ს დისციპლინური კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, FIFA-ს დისციპლინურმა კომიტეტმა დანიშნა დისციპლინური პროკურორი და ეთიკის პროკურორი მატჩისშემდგომ ინციდენტებთან დაკავშირებით კოდექსის შესაძლო დარღვევების გამოსაძიებლად“, – ნათქვამია FIFA-ს განცხადებაში.

FIFA ასევე სწავლობს არგენტინის ნაკრების საქციელს ნახევარფინალში ინგლისზე გამარჯვების შემდეგ. მაშინ ფეხბურთელებმა იზეიმეს ბანერით, რომელზეც ეწერა Las Malvinas son Argentinas („ფოლკლენდის კუნძულები არგენტინაა“). პლაკატი „ატლანტას“ სტადიონზე გულშემატკივრებმა შეიტანეს. ვინაიდან FIFA-ს რეგლამენტი მოთამაშეებსა და გუნდებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას უკრძალავს, მოვლენების მონაწილეებს შესაძლოა დისკვალიფიკაციაც დაემუქროთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნატა ვიბლიანის გამოკითხვა დაიწყო – ქალი რომელიც ამბობს, რომ 9 წლიდან აუპატიურებდნენ, გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “გამოიყენეთ საპროცესო შეთანხმება, რათა დაუბრუნდეთ თავისუფლებას, ოჯახს და მედიცინას…” – მიმართვა გოგი ჩახუნაშვილს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge