მომღერალი მაქსიმ გალკინი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დაგეგმილი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში თბილისის სცენაზეც გამოვა. Biletebi.ge-ს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცის თანახმად, გალკინი სპორტის სასახლეში 15 ოქტომბერს გამართავს კონცერტს, ბილეთების გაყიდვა კი 25 ივლისიდან დაიწყება.
მაქსიმ გალკინის ოფიციალურ საიტზე საქართველოში გასტროლის შესახებ ჯერჯერობით არაფერი წერია. ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე გალკინის კონცერტები უნდა გაიმართოს თურქეთში, ლატვიაში, ფინეთში, ესტონეთში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში და ჩეხეთში.
მაქსიმ გალკინი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს კრიტიკულად აფასებს. ის ცოლთან, მომღერალ ალა პუგაჩოვასთან და შვილებთან ერთად ომის დაწყებიდან მალევე ისრაელში გაემგზავრა. მედიის ცნობით, ისინი ისრაელიდან ლატვიის ქალაქ იურმალაში გადავიდნენ.