Friday, November 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა სპეკულაციების მიზეზია…არაფერი არის საგანგაშო, ეტაპობრივად ყველაფერი მოწესრიგდება” – კახა კალაძე

July 21, 2026
“ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა სპეკულაციების მიზეზია…არაფერი არის საგანგაშო, ეტაპობრივად ყველაფერი მოწესრიგდება” – კახა კალაძე

როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება, ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც,- ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან თბილისში მოსულ უხვ ნალექზე ისაუბრა და განმარტა, რომ მერია გზების რეაბილიტაციის დროს, პირველ რიგში, სანიაღვრე სისტემებს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს.

ამასთან, კალაძის თქმით, ზოგი ადამიანი ყოველ ძლიერ წვიმას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს.

„გუშინდელმა ძლიერმა ნალექმა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში, კონკრეტულ ქუჩებზე პრობლემები შეგვიქმნა. მთელი ღამის განმავლობაში კონკრეტულ ქუჩებზე, გამზირებზე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და ახლაც გრძელდება ეს ყველაფერი, რათა მოწესრიგებული და დასუფთავებული იყოს ქუჩები. როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება, ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც, ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებშიც, სადაც არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს თბილისში ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ, პირიქით, სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან მოყოლებული სადაც ვიწყებთ სამუშაოებს საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, სანიაღვრე სისტემების მოწყობა და ა.შ. გვახსოვს, წინა წლების განმავლობაში გზებს ზედაპირულად აგებდნენ. ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის დროს პირველი, რასაც ვაკეთებთ,ესა არის მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განახლება. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად, არაფერი კეთდებოდა, დღეს კი პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, თუმცა არაფერი არის საგანგაშო. ეტაპობრივად ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და მოგვარებული. სამწუხაროდ, ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანა პრობლემების დროულად მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის“,- განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მეც თაიას ტოლი შვილი მყავს, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო როდესაც ის ხელში დავიჭირე და ჩავიხუტე თითქოს საკუთარ შვილს ვიხუტებდი“ – მეხანძრე-მაშველი, შალვა გათენდაშვილი
  • ირაკლი კობახიძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობა
  • მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge