Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“თელავის ინციდენტი არის სახე იმისა, რაც ყოველდღიურად ხდება ბათუმში, თბილისში, იმიტომ, რომ რუსები თავს გრძნობენ, როგორც სახლში” – თაზო დათუნაშვილი

July 20, 2026
“თელავის ინციდენტი არის სახე იმისა, რაც ყოველდღიურად ხდება ბათუმში, თბილისში, იმიტომ, რომ რუსები თავს გრძნობენ, როგორც  სახლში” – თაზო დათუნაშვილი

250 წელია ყველა ქართველმა იცის, რომ ეგზარქოსი პავლეს, როდიონოვის და ამ საზიზღარი არსებების მოდგმა როდესაც ამ ქვეყანაში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში, ისინი იქცევიან ისე, როგორც იქცევიან – აქამდე არ მივიდოდა საქმე „საქართველოს დაცვის აქტი“ რომ მიგვეღო, – ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც თელავში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა.

დათუნაშვილი დარწმუნებულია, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ქვეყნის საზღვრის კვეთის დროს რუსეთის მოქალაქეებს ხელი რომ მოეწერათ და სცოდნოდათ, რომ ისინი სახლში ვერასდროს იქნებიან იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

„ეს ინციდენტი არ არის იზოლირებული, ეს ინციდენტი არის უბრალოდ სახე იმისა, რაც ხდება ასობით და ათასობით შემთხვევა, მაგალითად, ბათუმში ყოველდღიურად, მაგალითად, თბილისში, სადაც ბევრნი არიან, ხდება ყოფით ხასიათში უამრავი კონფლიქტი, იმიტომ, რომ ესენი თავს გრძნობენ სახლში. „ლელო-ძლიერი საქართველო“ სამი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პირველი სიმპტომები გაჩნდა ამ შემოსევის, ამბობდა, რომ ჩვენ გვჭირდება საქართველოს დაცვის აქტი და ამ ხალხს რომ მოეწერა ხელი საზღვრის გადმოკვეთისას იმაზე, რომ ისინი იმყოფებიან თავისი ქვეყნის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დამერწმუნეთ, რომ ასე არ მოიქცეოდნენ, ასეთი მოვლენები აქამდე არ მივიდოდა, ასეთი შემთხვევები არ მოხდებოდა, როდესაც ეცოდინებოდათ, რომ აქ არ არიან ბოლომდე კომფორტში, რომ აქ არ უნდა იგრძნონ თავი საკუთარ სახლში, რომ ამ მიწაზე ცხოვრობს ხალხი და ოჯახები, რომელთა შვილები, დები, ძმები დახოცეს, გააუპატიურეს, აწამეს მათმა თანამოქალაქეებმა, რუსებმა. ქვეყნის ტერიტორია არის მათ მიერ ოკუპირებული, ამიტომ ვერასდროს ვერც ერთმა რუსმა აქ თავი სახლში ვერ უნდა იგრძნოს. ამის ნათელი მაგალითია, რომ ისინი დღეს თავს გრძნობენ სახლში, ისინი თავს გრძნობენ ხელშეუხებლად. შეუძლებელია გამართლდეს ის ფაქტი, რაც აქ მოხდა, არც ერთი მხრიდან არ მართლდება ეს, მაგრამ აქამდე არ მივიდოდა საქმე, „საქართველოს დაცვის აქტი“ რომ მიგვეღო. ის რომ „საქართველოს დაცვის აქტი“ იყო ყველაზე სწორი მოქმედება რუსების წინააღმდეგ ამ ქვეყანაში, მშვიდობიანი, სახელმწიფოებრივი და პატრიოტული მიდგომა, ამას ამტკიცებს ისიც, რომ სუკ-ის აგენტები პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ გამართულ სასამართლოში ამ ჩვენს აქტს იყენებენ, როგორც ბრალდების საგანს,“ – განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მოწმეთა ჩვენებების მიხედვით აღნიშნავს, რომ თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რუსების მასიურ შემოსვლას საქართველოში ახლავს უდიდესი პრობლემა” – ფიქრია ჩიხრაძე
  • ავღანეთში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაკარგულად ითვლება
  • რა მოხდა კახეთში – “აგარანის მამულის” იურისტი ქორწილში დაპირისპირების დეტალებს აღწერს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge