Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ძალიან სასაცილო და კომიკურია ამ ტიპის გახარება ავტომატურად გენერირებული წერილით, რომელიც ყველა სხვა ლიდერმაც მიიღო” – გრიგოლ გეგელია

July 20, 2026
“ძალიან სასაცილო და კომიკურია ამ ტიპის გახარება ავტომატურად გენერირებული წერილით, რომელიც ყველა სხვა ლიდერმაც მიიღო” – გრიგოლ გეგელია

კალაძის პოლიტიკური პროვინციალიზმის ფონზეც კი ძალიან სასაცილო და კომიკურია ამ ტიპის გახარება ავტომატურად გენერირებული წერილით, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილსა და მასზე კახა კალაძის შეფასებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, წერილიგაეგზავნაყველაიმლიდერს, რომელმაცაშშ-სდამოუკიდებლობისდღის 150 წლისიუბილემიულოცა, რეალობაკიისარის, რომაშშ-სგაწყვეტილიაქვსსტრატეგიულიპარტნიორობასაქართველოსთან.

„კალაძის პოლიტიკური პროვინციალიზმის ფონზეც კი ძალიან სასაცილო და კომიკურია ამ ტიპის გახარება ავტომატურად გენერირებული წერილით, რომელიც ყველა იმ ლიდერმა მიიღო, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპსა და აშშ-ს დამოუკიდებლობის 150 წლის იუბილე მიულოცა. ის, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ამხელა ყურადღებას ანიჭებენ ერთ ავტომატურად გენერირებულ წერილს არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ მათ აქვთ ლეგიტიმაციის დიდი შიმშილი და შეგრძნება, რომ არავის აინტერესებს ისინი, არ ესაუბრებიან, არ აქვთ რეპუტაცია და მიმზიდველობა. ამიტომაც შეუძლიათ, რომ ერთ წერილზე, რომელიც ყველა ლიდერისთვის ერთნაირადაა გაგზავნილი, ამხელა სიხარული გამოხატონ. რეალობა არის ის, რომ აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული აქვს. ასევე რეალობაა, რომ აშშ-ს და მის სახელმწიფო მდივანს აქვს მკაფიოდ ნათქვამი, რომ საქართველოს მხრიდან 5 პირობის შესრულების შემთხვევაში გახდება ნორმალიზება შესაძლებელი. ხოლო თუ არ შესრულდა არც ერთი პირობა და არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება მათკენ, არც ნორმალიზება არ მოხდება. ამიტომაც „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ ამ ფასადურ ავტომატიზირებულ წერილებზე, მისით გამოწვეული ყიჟინის მაგივრად, ადგეს და რეალური ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რომ საქართველომ აღიდგინოს დაკარგული სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის სამადლობელ წერილს უგზავნის. როგორც ტრამპი წერილში წერს, საქართველოს და აშშ-ს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლია.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს. ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. აღვნიშნავთ რა დამოუკიდებლობის 250-ე წლის იუბილეს, მადლობელი ვარ, რომ გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში.

გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს. სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“, – წერს დონალდ ტრამპი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რუსების მასიურ შემოსვლას საქართველოში ახლავს უდიდესი პრობლემა” – ფიქრია ჩიხრაძე
  • ავღანეთში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაკარგულად ითვლება
  • რა მოხდა კახეთში – “აგარანის მამულის” იურისტი ქორწილში დაპირისპირების დეტალებს აღწერს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge