Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რევაზ სოხაძე ასახელებს საგზაო პროექტებს, რომლებზეც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობას იწყებს

July 20, 2026
რევაზ სოხაძე ასახელებს საგზაო პროექტებს, რომლებზეც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობას იწყებს

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობის ზრდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო პარტნიორის როლი.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველოს მიმზიდველობას მხოლოდ განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა არ განსაზღვრავს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობა, პროგნოზირებადი გარემო და სანდოობა.

„რაც უფრო ეფექტიანად გამოვიყენებთ ჩვენს სატრანზიტო პოტენციალს, მით უფრო მეტად აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი საგზაო პროექტი მიმდინარეობს. მისი თქმით, მიმდინარე წელს სრულად გაიხსნება თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. აქტიურად გრძელდება სამუშაოები კახეთის მიმართულებით, იწყება თბილისის შემოვლითი გზის პროექტი, რომელიც როგორც საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობისთვის, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განტვირთვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ასევე იწყება სარფის გვირაბის პროექტი, აქტიურად მიმდინარეობს კობი- ქვეშეთისა და გველეთი-ლარსის მონაკვეთების მშენებლობა, რომლებიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე რთულ საინჟინრო პროექტებს წარმოადგენს. მინისტრის თქმით, დაწყებულია სამტრედია-ზუგდიდის ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის პროექტირება, უახლოეს პერიოდში კი ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყება.

მისივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დავალებით იწყება სამხრეთის მიმართულებით ახალი მაგისტრალის განვითარების პროექტიც, რომელიც მარნეულს ახალციხესთან დააკავშირებს. მინისტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პროექტისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდება.

„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება უწყვეტი პროცესია. თანამედროვე და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, კონკურენტუნარიანობისა და რეგიონული ფუნქციის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ არის და არანაკლებ მნიშვნელოვანია ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების განვითარება, რომლებიც მომავალში საერთაშორისო ბაზარზეც შეძლებენ კონკურენციას.

„შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში გამოწვევა კომპეტენციის ნაკლებობაც იყოს, თუმცა თამაშის წესებს სახელმწიფო ადგენს. როდესაც ხარისხის მიმართ ჩვენი მოთხოვნები ყველასთვის მკაფიო და უცვლელი იქნება, კომპანიებიც ამ სტანდარტების შესაბამისად იმოქმედებენ. მიხარია, თუ ამ პროცესში ქართული კომპანიები სწრაფად გაძლიერდებიან“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რუსების მასიურ შემოსვლას საქართველოში ახლავს უდიდესი პრობლემა” – ფიქრია ჩიხრაძე
  • ავღანეთში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაკარგულად ითვლება
  • რა მოხდა კახეთში – “აგარანის მამულის” იურისტი ქორწილში დაპირისპირების დეტალებს აღწერს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge