ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კახეთში ქორწილისას მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:
“შენი შვილის ქორწილი რომ ყოფილიყო შენ როგორ მოიქცეოდიო, მკითხეს და მე აუცილებლად დავპატიჟებდი სუფრასთან იმ უკრაინელ-რუს გოგოებს, ვინც მიცნობს კარგად, ზუსტად იციან, რომ ასე მოვიქცეოდი, ის კი არა, მამალი ნაცი რომ ყოფილიყო, თუნდაც ჩემი პირადი მტერი, მათაც ასე დავპატიჟებდი და დავალოცინებდი სიძე-პატარძალს, მე ასე მოვიქცეოდი და სხვა როგორც მოიქცა კი მიიღო პასუხიც!” – წერს ნინო ჯღარკავა.
ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.
მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
