Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მფარველები ჰყავს…სუს-სა და პოლიციაშიც ჰყავს დეიდაშვილები თუ ბიძაშვილები…” – გორში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

July 20, 2026
დაკავებულს 225 ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი – რა დეტალები ხდება ცნობილი მძღოლზე, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა

გორის ცენტრში 13 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჯიპის ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ანა ბერიანიძეს და მის 3 წლის გოგონას – მართა ვალიშვილს დაეჯახა. დაშავებული ქალი იქვე დაიღუპა, მისი მცირეწლოვანი შვილი კი კლინიკაში.

ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარუდგინეს – “ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”. 35 წლის რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც დედა-შვილი იმსხვერპლა, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორ შორენა მგალობლიშვილის ინფორმაციით, ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა გამოწერილი, მათ შორის რამდენიმე სიჩქარის გადაჭარბების გამო.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დედა-შვილი ზებრა-გადასასვლელზე გადადიოდა, როდესაც მათ დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა დაეჯახა. გარდაცვლილი ანა ბერიანიძის ბიძაშვილი ირმა ამბარდნიშვილი­ ამბობს, რომ ავტომობილში, რომელსაც რევაზ ელიზბარაშვილი მართავდა, ამჟამად დაკავებული ბიზნესმენის შვილების გარდა, მისი დეიდაშვილებიც ისხდნენ, მძღოლის მსგავსად ისინიც ნასვამები და მათ დედა-შვილი განსაცდელში მიატოვეს.

“ანა რვა წლისა დაობლდა და, ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია… იმ დღეს მეუღლესთან ერთად წავიდა ქალაქში, ახალი ბინა იყიდეს და ნივთებს ალაგებდნენ. იქიდან რომ ბრუნდებოდნენ, ქმარი სალონში შევიდა, ანა კი ბავშვისთვის რაღაცის საყიდლად მართასთან ერთად მაღაზიისკენ წავიდა. იმ საღამოს გორის სკვერში კონცერტი იყო და ნახევარი ქალაქი არასწორად გადაკეტეს. იმ ადგილზე, სადაც ტრაგედია მოხდა, ხუთი მხრიდან შედიოდნენ მანქანები, კონცერტი ამაღლებულ ადგილზე იყო, ხალხი მანქანებით გადაადგილდებოდა. გზა არ იყო სრულად გადაკეტილი და მძღოლების უმრავლესობა ვერ იგებდა, საით უნდა წასულიყო, წრეს არტყამდნენ, რომ როგორმე გასულიყვნენ, იქვე პოლიციაც ტრიალებდა…

კომუნისტების დროსაც მოვესწარი და ქალაქი იკეტებოდა 1-ელ მაისს, 9 მაისსა და 7 ნოემბერს. ამ დროს მთელი ქალაქი კონსტრუქციებით იყო ჩახერგილი, მოსახლეობა და მძღოლები – გაფრთხილებული, რომ ამა და ამ საათიდან ამა და ამ ქუჩებზე გადაადგილება იყო აკრძალული. ახლა ისე მიხვალ მაგ ადგილზე, ისე დაგაჯარიმებენ, ისე მოგივა უბედურება, რომ ვერც გაიგებ… მაგრამ მთავარი დაუსჯელობის სინდრომია. ერთ-ერთი ინსპექტორი, გვარს ვერ დავასახელებ, სამი თვის წინ გამოეკიდა დიდი სისწრაფით მიმავალ ელიზბარაშვილს, რომელიც არ დაემორჩილა და არ გააჩერა, მერე საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეტა. მძღოლი მანქანიდან უგონოდ მთვრალი გადმოვიდა. მანქანის უკანა მინა ჩამოწეულა, სუს-ის თანამშრომლები მსხდარან და პოლიციელისთვის უთქვამთ, ვის უბედავ შემოწმებას, აი, ესენი ვართ, გაეთრიე აქედანო. ელიზბარაშვილს უთქვამს, ხვალვე დაგაწერინებენ პატაკს და სამსახურიდან გაგიშვებენო. პოლიციელი შოკში ჩავარდნილა. აი, ასეთ მდგომარეობაში ჰყავთ ჩინოვნიკებს ჩაყრილი პოლიციელებიც. არ იციან, ვის დაუჯერონ, ვინ დასაჯონ, ან ვინ არ დასაჯონ.

მწვანე აქვთ ანთებული„”ქართული ოცნების” აქტივისტებს, დამფინანსებლებს, კოორდინატორებს, უბნის კომისიის წევრებს და ა.შ. პატიოსან ადამიანს რამე შეცდომა რომ მოუვიდეს, იმას ხომ არ დაინდობენ?!

კაცს 225 ჯარიმა რომ ჰქონდა გამოწერილი და “ლუკოილიდან” ნატახტრის შესასვლელამდე 16 წუთში სამი ჯარიმა რომ მიუვიდა, რანაირად ჩავიდა ადგილზე? პირველი ხომ არ იყო ელიზბარაშვილის თარეში ქალაქში? ჯერ მარტო 25 000 ლარამდე ჯარიმა ჰქონია გადახდილი დარღვევებისთვის. გასულ წელს რესტორანში პოლიციელს იარაღის ტარი ურტყა თავში.

მფარველები ჰყავს, მაგალითად, ყოფილი მერი ლადო ხინჩიგაშვილი, თავად “ქართული ოცნების” აქტივისტია. სუს-სა და პოლიციაშიც ჰყავს დეიდაშვილები თუ ბიძაშვილები, ამიტომაც არ ჩამოართვეს მართვის მოწმობა ასეთ ქრონიკულ დამრღვევს…”

განაგრძეთ კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რუსების მასიურ შემოსვლას საქართველოში ახლავს უდიდესი პრობლემა” – ფიქრია ჩიხრაძე
  • ავღანეთში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაკარგულად ითვლება
  • რა მოხდა კახეთში – “აგარანის მამულის” იურისტი ქორწილში დაპირისპირების დეტალებს აღწერს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge