ადვოკატი ლაშა კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობდეს.
ამის შესახებ მან “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და გუშინ, გვიან ღამით, პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი გუშინ მეორედ დაიბარეს გამოკითხვაზე.
კაპანაძის ინფორმაციით, განყოფილებიდან გამოსვლის დროს, მოწმე ამბობდა, რომ ჩვენება მიცემული ჰქონდა უკვე და შეცვლას არ გეგმავდა, რის შემდეგაც პოლიციელებმა ის განყოფილებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.
“ალექსანდრე მრელაშვილი ამბობს ასეთ რაღაცას – სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოასხეს რაღაც სითხე, რომელიც დაესხა აპარატურას და დაზიანდა. ალექსანდრე მრელაშვილი დილის საათებში იმყოფებოდა გამოკითხვაზე, საღამოს საათებში, როცა განყოფილებასთან ვიმყოფებოდით, ალექსანდრე მრელაშვილი გამოვიდა განყოფილებიდან და განაცხადა ასეთი რაღაც, რომ მიცემული ჰქონდა ჩვენება და არაფრის შეცვლას არ აპირებდა, რაზეც პოლიციეები გამოეკიდნენ და ძალის გამოყენებით შეიყვანეს პოლიციის ადმინსიტაციულ შენობაში. მერე იქ რა მოხდა აღარ ვიცი, მოგვიანებით, ალექსანდრე მრელაშვილი გამოვიდა განყოფილებიდან ისე, რომ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, ჩქარი ნაბიჯებით წავიდა, ცაჯდა მანქანაში და წავიდა.
ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან ჩვემთვის გაურკვეველია, თუ ერთხელ იქნა დაბარებული ალექსანდრე მრელაშვილი დილის საათებში გამოკითხვაზე, რატომ გახდა მისი ხელახლა გამოკითხვა საჭირო”- აცხადებს ადვოკატი.
ამასთან, ლაშა კაპანაძე იხსენებს, რა ხდებოდა ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის გამოკითხვის პარალალურად.
მისი თქმით, განყოფილებაში მოიყვანეს დაზარალებული ქალიც, რომელიც ქართველ სამართალდამცავებს უყვიროდა.
“ოთახიდან გამოდიოდა მისი ყვირილის ხმა – პერიოდულად ჩამოვდიოდი დაბლა, მთლიან ქუჩაზე ისმოდა მათი ყვირილის ხმა და ფაქტობრივად, დაამხას თავზე აქაურიბა რუსებმა” – დასძინა იურისტმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე მრელაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება გუშინ დაიწყო. [მრელაშვილი მღეროდა 18 ივლისს, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ინციდენტი მოხდა].
როგორც “ტვ პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოკითხვის დროს მომღერალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, შემდეგ კი პირადი ნივთების შემნახველი სივრცე დააზიანა.
გამოკითხვამდე, ალექსანდრე მრელაშვილმა TV პირველს განუცხადა, რომ მესამე სართულზე მყოფმა პირებმა ჩაშალეს ქორწილი, აივნიდან გადმოასხეს სითხე, რამაც აპარატურა დააზიანა.
18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ინციდენტი ჩხუბი მოხდა – ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს.
რის შემდგაც სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა – კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამდა.
პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე დააკავა. მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარუდგენენ, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე.
დაკავებული კაცის ახლობლები ამბობენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.
