მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი ტელეკომპანია “იმედის” გადაცემას “ნოესთან”-ს ესტუმრა, სადაც პირად ცხოვრებაზე გულწრფელად ისაუბრა:
“დაუმსახურებელი იყო ის ბულინგი, რაც მოჰყვა ჩემ გათხოვებას, რა აჟიოტაჟიც ატყდა, რა გარჩევ-გამორჩევაც, რა განხილვებიც იყო, რა უბედურებებიც ტრიალებდა. ვიღაცას შეიძლება ადამიანი მოსწონდეს, ვიღაცას არა, მაგრამ ასეთი მასშტაბური ბულინგი ცოტა მახსოვს. ვფიქრობდი, რომ არ უნდა მიმექცია ყურადღება, მაგრამ ადამიანი ხარ, მაინც ნერვები გეშლება.
მაშინ ვფიქრობდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ბედნიერად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით კარგად, ძალიან მოკლე პერიოდში მოხ
და ჩემი და მისი დაქორწინება. არც ის მიცნობდა და არ იცოდა ჩემი ხასიათი, არც მე ვიცნობდი მას ხასიათით. შესაბამისად, ალბათ მაგიტომ დავშორდით ასე მალე. შეიძლება მეც გამეწია ანგარიში, მასაც, უფრო დიდხანს ვყოფილიყავით ერთად, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ასე დამთავრდებოდა, რადგან ტიპაჟურად ვერ ვიყავით ერთნაირები” – განაცხადა მომღერალმა
მან ასევე იმაზეც ისაუბრა, რომ მისი ქმარი გარიგების შედეგად არ გაუცნია და ქორწინებიდან ყველაზე მეტად შვილის დაბადებით არის ბედნიერი:
„რაღაც კონცერტი ტარდებოდა მოსკოვში და იმ ღონისძიების ორგანიზატორი უნდა ყოფილიყო ჩემი ქმარი. გარიგება არ ყოფილა და ჩემი ქმარიც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული არ ყოფილა. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც დედა გავხდი და ამ გადმოსახედიდან მგონია, რომ 27 წლის ასაკში შვილის გაჩენა ცოტა ადრეა, მაგრამ ბავშვი რომ გავაჩინე, უბედნიერესი ვიყავი. რაც უნდა გავაკეთოთ, მთავარი ღირებულება მაინც შვილია. ელენეს ჩემგან განსხვავებული ხასიათი აქვს, უფრო თბილია და არის ძალიან კეთილი, კომუნიკაბელური და კარგი ბუნების ბავშვი.“ – განაცხადა ბადურაშვილმა