Monday, July 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რიყის დოქებთან რკინის ჯებირებს ამონტაჟებენ – რა ხდება ადგილზე

July 19, 2026
რიყის დოქებთან რკინის ჯებირებს ამონტაჟებენ – რა ხდება ადგილზე

რიყის დოქებთან დღეს დილიდან რკინის ჯებირების მონტაჟი მიმდინარეობს. ადგილზე დასაქმებულმა პირებმა საუბრისას განაცხადეს, რომ კონკრეტულ კომპანიას არ წარმოადგენენ და სამუშაოზე მხოლოდ ერთი დღით არიან დაქირავებულები. ირკვევა, რომ ადგილზე მომუშავეები მარნეულიდან არიან ჩამოსულები და მათი ნაწილი ქართულადაც არ საუბრობს. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს

“მარნეულიდან ვართ, კომპანია არ ვართ, ჩვენ დღიურად ვმუშაობათ. მეტი არაფერი ვიცი. ჩვენ ვშრომობთ, ჩვენს ხელფასს ავიღებთ და მორჩება. რას აკეთებენ არ ვიცი. დღეს მოვედით” – ამბობს ერთ-ერთი მუშა კითხვების საპასუხოდ.

რიყის დოქების შესახებ გადაწყვეტილებას ექსპერტები კრიტიკულად აფასებენ. მათი თქმით, გადაწყვეტილება ნაჩქარევად იქნა მიღებული.

“მსგავსი ობიექტები მილიონნახევრიან ქალაქში არ შეიძლება, კეთდებოდეს საზოგადოების და განსაკუთრებით პროფესიული წრეების ფართო ჩართულობის გარეშე. მსგავსი პროექტები ისტორიულ ქალაქებში, როგორიც არის თბილისი, შეთანხმებას სჭირდება რამდენიმე წელი. ორი საფეხურია: ერთია, რომ საზოგადოება ჩამოყალიბდეს ფუნქციაზე და მეორე, რომ როგორი იყოს ეს პროექტი, შეითანხმოს საზოგადოებამ. ცხადია, საზოგადოება ამას ვერ ათანხმებს, ათანხმებს კვალიფიციური ჟიური, მაგრამ საზოგადოების ჩართულობით. ეგეთ შემთხვევაში, ვიღებთ ხოლმე, როგორც წესი, კარგ შედეგს. თუ, ვთქვათ, დადგა საკითხი, რომ ეს ობიექტი არ ამართლებს, არარენტაბელურია, არ კეთდება რაღაცა, ეგეთ შემთხვევაშიც ხდება ხოლმე საზოგადოების ჩართულობა. არ შეიძლება, გინდა და გააკეთო” – ამბობს არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი.

თბილისის მერიამ “რიყის დოქების” დანგრევაზე თანხმობა გასცა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტერიტორიის ახალ მფლობელს შესაბამისი მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ დაუკმაყოფილა.

უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, “რიყე დომ” 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.

ცნობისთვის, „რიყის დოქები“, რომელიც იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა დააპროექტა და თავდაპირველად საკონცერტო დარბაზისა და საგამოფენო ცენტრისთვის შენდებოდა, 14 591 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 2 ახალი დადგენილება, რომლებიც 20 ივლისიდან ამოქმედდება
  • სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში გახდეს – მეცნიერების გაფრთხილება
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge