დედოფლისწყაროში კორპუსის მეორე სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა, ინფორმაციას დედოფლისწყაროს ახალი ამბები ავრცელებს.
„დღეს დილით ჰერეთის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის (ძველი) კორპუსის მეორე სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი პოლიტრავმებით სტაბილურ მდგომარეობაში სასწრაფომ გადაიყვანა ადგილობრივ კლინიკაში.
პაციენტს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. რადგან დაზარალებულს ესაჭიროებოდა თავის კომპიუტერული კვლევა კატასტროფით გადაიყვანეს თბილისში ინგოროყვას სახელობის კლინიკაში“ – წერს დედოფლისწყაროს ახალი ამბები.
