Monday, July 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გთხოვთ გაავრცელოთ, ნახავდით ვიდეოს” – რას წერს თელავში, ქორწილში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველი, ლუკა ლაშხი ?

July 19, 2026
“გთხოვთ გაავრცელოთ, ნახავდით ვიდეოს” – რას წერს თელავში, ქორწილში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველი, ლუკა ლაშხი ?

თელავში, ქორწილში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველი, ლუკა ლაშხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„გამარჯობა, გთხოვთ გაავრცელოთ.

ნახავდით ვიდეოს. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს.

მათი შოვინისტური ბრალდება თითქოს ჩვენ მათ დავესხით რუსულად საუბრის გამო არის დიდი სიცრუე. შოვინიზმს და რასიზმს ადგილი არ ჰქონია, რადგან მათ გარდა სხვა რუსულენოვანი სტუმრებიც იყვნენ ლოკაციაზე.

მაქსიმალურად მოვითმინეთ მათი საქციელი. ღვინოს და რაღაც სითხეებს გვასხამდნენ და გვეძახდნენ პაპუასების ქვეყანა ხართო და თან იღებდნენ. მომღერალს აფურთხებდნენ.

იყვნენ არაადეკვატურად მთვრალები და პროვოკაციულები. მაქსიმალური მოწოდებების და სასტუმროს ადმინისტრაციის გაფრთხილების მიუხედავად, არ შეწყვიტეს ჩვენი ხალხის და ქვეყნის შეურაცხყოფა.

სიტუაცია მწვავდებოდა და ადმინისტრაცია ამბობდა რომ დეესკალაციას მოახდენდნენ, მაგრამ სამწუხაროდ სიტუაცია უფრო გამწვავდა. სამწუხაროდ ამ დროს ჩვენი მეგობარი ავიდა მოსალაპარაკებლად და იმის სათქმელად რომ ქორწილს გვიშლიდნენ და მათი საქციელი იყო შეუსაბამო. ამ გოგონამ მოსთხოვა რომ ესაუბრა რუსულად და ჩემი მეგობრის პასუხი იყო რომ საქართველოშია და ან ქართულად ან ინგლისურად დალაპარაკებოდნენ. ამ გოგომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თავს დაესხა. ჩემმა მეგობარმა მრავალჯერ მოიგერია და სამწუხაროდ აფექტის მდგომარეობაში მოხდა ის რაც მოხდა.

ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მაგრამ პროვოკაცია მოწყობილი იყო მათ მიერ. იმდენად მთვრალები იყვნენ რომ განყოფილებაში იგინებოდნენ, ყვიროდნენ, დერეფანში წვებოდნენ და სიტუაციის ანალიზი ჰქონდათ ნული.

ეს არ არის გამართლება. ეს არის სრული ისტორია“ – წერს ლუკა ლაშხი სოციალურ ქსელში.

ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვა და სხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხათ.

მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 2 ახალი დადგენილება, რომლებიც 20 ივლისიდან ამოქმედდება
  • სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში გახდეს – მეცნიერების გაფრთხილება
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge