ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანში, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, რითაც ომის ამ ბოლო ფაზის დაწყების შემდეგ დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 50-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
სამინისტროს პრესსპიკერის, ჰოსეინ კერმანპურის განცხადებით, 27 ივნისის შემდეგ, როდესაც რეგიონში არსებული მყიფე ზავი პირველად დაირღვა, აშშ-ის დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 500 ადამიანი დაშავდა.
მისივე თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაღუპულთა შორის 5 ქალი და 2 ბავშვია.
