Saturday, July 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა

July 18, 2026
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა – ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ღირებულება 324.6 მილიონი ლარია.

„პროექტის ფარგლებში აშენდა 12-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 6 სახიდე გადასასვლელი, 2 სატრანსპორტო კვანძი, ასევე მოეწყო საქონლის გადასასვლელები და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებთან დამაკავშირებელი საველე გასასვლელები.

ახალი გზა გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების – გვიმბალაურის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის ტერიტორიაზე გადის.

სამტრედია-გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალი ოთხ მონაკვეთად შენდება. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად გახსნილია მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო სამუშაოები გრძელდება პირველ მონაკვეთზე.

შედეგად, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის 52 კილომეტრიდან უკვე 42.5 კილომეტრზე მოძრაობა გახსნილია. დარჩენილი 9.5-კილომეტრიანი პირველი მონაკვეთის დასრულება და მოძრაობის გახსნა 2027 წელს არის დაგეგმილი.

სამტრედია–გრიგოლეთის გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია. 52 კილომეტრიანი გზა იწყება ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან.

პროექტის დასრულების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობის დრო და ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯები, ხოლო საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება.

სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ღირებულება 324.6 მილიონი ლარია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირანის საგარეო მინისტრის მოადგილე – ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერა
  • „შეიძლება ცუდი შედეგით დამთავრდეს… ასეთი საშუალებები ბავშვებისგან უნდა გადავმალოთ…“ – პედიატრის რჩევა მშობლებს
  • ირანი: სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყურანის ბრძანებას მივყვეთ: „თავს დაესხით მათ, ვინც თავს დაგესხმებათ”

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge