ვანდალიზმი – ამ ერთი სიტყვიოთ ეხმაურება კორუფციის მკვლევარი და კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ბესო დონაძე “რიყის დოქების” დანგრევის გადაწყვეტილებას.
დონაძე ამბობს, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონდა აღნიშნული დოქები და სწორდ მან გადაწყვიტა რომ ეს შენობა-ნაგებობა უნდა დანგრეულიყო.
კორუფციის მკვლევარის ცნობით, “რიყის დოქებით” რამდენჯერმე გადაყიდვით ივანიშვილმა ნახა როგორც პოლიტიკური ისე ფინანსური დივიდენდი.
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს დოქები მას არ მოსწონს და ეს დოქები უნდა დაინგრეს. ეს იყო 2012 წლის დაპირება საზოგადოებისადმი. 2012 წლის მერე ამ შენობა-ნაგებობას შეგნებულად, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ არ მიეცათ ფუნქციური დატვირთვა. ნულოვან აუქციონზე გაიტანა შემდეგ და ძალიან მინიმალურ ფასში გაყიდა, ისეთ ფასში, მიწის ნაკვეთს რომ ვერ იყიდი. ხიდაშელს გადასცეს ეს შენობა-ნაგებობა, შემდეგ ამ ადამიანმა არ შეასრულა საინვესტიციო პირობები, შემდეგ მოხდა უკვე რამდენჯერმე გადაყიდვა და ამ გადაყიდვაში გარკვეული ფინანსური მოგება ნახა იმ ადამიანებმა, ვინც “ქართული ოცნების” გარშემოა და ვინც ამ გუნდში არის. ამ შენობა-ნაგებობით ივანიშვილმა ნახა პოლიტიკური დივიდენდი, ნახა ფინანსური დივიდენდი და საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ უკვე ვანდალიზმია როდესაც ამ შენობას შლიან”, – ამბობს ბესო დონაძე.
თბილისის მერიამ “რიყის დოქების” დანგრევაზე თანხმობა გასცა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტერიტორიის ახალ მფლობელს შესაბამისი მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ დაუკმაყოფილა.
უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, “რიყე დომ” 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.
