შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ პირს ცივი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მობილური ტელეფონი გასტაცა.
სამართალდამცველებმა ძარცვის გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, ასევე მუქარის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
