Friday, July 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება

July 17, 2026
კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება

ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „დიფ სთეითი“ და მისი აგენტურა დღემდე მისტირის იმას, რომ საქართველო არ აჰყვა მათ ავანტიურას, არ ჩაერთო ომში და ქვეყანაში არ გახსნა მეორე ფრონტი, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში და საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.

კალაძის თქმით, ეს განცხადება 2008 წლის ომის გამართლების მცდელობაა, რომელიც ქვეყანას დაკარგულ ტერიტორიებად და დაღუპულ მოქალაქეებად დაუჯდა.

„წარმოუდგენელი განცხადება მოვისმინეთ „დიფ სთეითის” წარმომადგენლის მხრიდან. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „დიფ სთეითი” და მისი აგენტურა დღემდე მისტირის იმას, რომ საქართველო არ აჰყვა მათ ავანტიურას, არ ჩაერთო ომში და ქვეყანაში არ გახსნა მეორე ფრონტი.

ომისა და მეორე ფრონტის მსურველები დღესაც გამოდიან და გვიმტკიცებენ იმას, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში მიუხედავად იმისა, რომ მან დაკარგა ტერიტორიები, ასი ათასობით ადამიანია დაღუპული, ინფრასტრუქტურა განადგურებულია, უმძიმესი მდგომარეობაა და ამ ყველაფრის მიუხედავად, [მათი მტკიცებით] საქართველო არის ცუდ მდგომარეობაში იმიტომ, რომ საქართველომ არ დაიწყო ომი, არ გახსნა მეორე ფრონტი, ამას გვიმტკიცებენ ეს აგენტურის წარმომადგენლები.

ეს კიდევ ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას ცდილობენ ამ განცხადებით. ცდილობენ, რომ გაამართლონ ის დანაშაული, რაც 2008 წლის ომად, განადგურებულ ინფრასტრუქტურად, დაკარგულ ტერიტორიებად, გარდაცვლილ ადამიანებად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას. ის, რაც მოხდა, ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „დიფ სთეითი” საერთოდ არ თვლის და საერთოდ არ აინტერესებს სახელმწიფოებრიობის ბედი, მათთვის მთავარი არის ის, რომ დავალებები და ინტერესი, რაც წამოვა, ამ ინტერესს შეეწიროს ისეთი ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, ვინც პირველ რიგში ატარებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესს, შესაბამისად, ეს განცხადებები ყველაფერზე ძალიან კარგად მიუთითებს“, – განაცხადა კალაძემ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “წარმოუდგენლად გვეჩვენება გარკვეულ აქტორებთქმიანი ფორმატის აღდგენა იმ ფონზე, როდესაც მთავარი პრობლემა თურმე ყოფილა მიხეილ სააკაშვილის ლანძღვა-გინება”
  • პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს
  • „ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე…” – რას წერს გიგი უგულავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge