მამუკა მდინარაძე მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ში ვიზიტზე საუბრობს:
,,იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე აშშ-თან, სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას საგარეო საქმეთა მინისტრი. ზოგიერთი ტელევიზია ამას საერთოდ არ ამჩნევს, მაგრამ ამას განსაკუთრებულ ხარისხში ნუ ავიტანთ. ხაზს ვუსვამ სიტყვებს – შესაძლო ნორმალიზების გზაზე, ეს არის ძალიან კარგი ჟესტი მასპინძლების მხრიდან,” – ამბობს მდინარაძე.
ბოჭორიშვილი ვაშინგტონში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალს ესწრება.
