Thursday, July 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

8 პოლიტიკოსის საქმე – რა ჩვენება მისცა სასამართლოს გელა ნიკოლაიშვილმა

July 16, 2026
8 პოლიტიკოსის საქმე – რა ჩვენება მისცა სასამართლოს გელა ნიკოლაიშვილმა

8 პოლიტიკოსის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა დასრულდა. პროკურატურის ბოლო მოწმე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილია, რომელიც დღეს სასამართლოში გამოიკითხა.

“ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენლის თქმით, მან სასამართლოს განუცხადა, რომ თუ ბრალდებული პოლიტიკოსები საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, უცხოელებს, “კონკრეტული პირის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებაზე, წამებაზე, ან უფლების სხვა შელახვაზე” აწვდიდნენ ინფორმაციას, ის ამას დანაშაულად არ მიიჩნევს.

მაგრამ დანაშაული არის ის, რომ ვთქვათ მოითხოვო უცხოური ორგანიზაციებიდან უვიზო რეჟიმის გაუქმება” ,- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

“იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, რას ვთვლიდი მე დანაშაულად და რა შეიძლებოდა არ ჩამეთვალა დანაშაულად, მე ვუპასუხე, რომ თუ რაღაც კონკრეტული პირის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებაზეა, წამებაზე, ან სხვა რაღაც შელახვაზე ლაპარაკი და ამაზე უცხოელებს აწვდიან ინფორმაციას, საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, ამას ჩვენ თვითონაც ვაკეთებდით ყოველთვის და ეს არ არის დანაშაული, მაგრამ დანაშაული არის ის, რომ ვთქვათ მოითხოვო უცხოური ორგანიზაციებიდან უვიზო რეჟიმის გაუქმება, მოითხოვო ის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ის რომ პარალელური სტრუქტურები შექმნა, ანუ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.

არა, ეს არ იყო მოსაზრებები, ეს იყო გამომდინარე იმ საჯარო ინფორმაციებიდან, რომელიც ყოველდღიურად, ფაქტობრივად, იმ პერიოდში ვრცელდებოდა და დღესაც ვრცელდება, რაც მე მივიჩნიე იმად, რომ შეიძლებოდა აქ ყოფილიყო რაღაც დანაშაულის ნიშნები. ასეთი მოწოდებები შეიცავდა ძალიან რეალურ საფრთხეს – პარალელური სტრუქტურები იქნებოდა, თუ ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა, ეს შეიცავდა სამოქალაქო ომის რეალურ საფრთხეს. ჩემი პირადი მიზანი იყო, რომ მომხდარიყო ამ ყველაფრის პრევენცია, მაგრამ სასამართლოშიც განვაცხადე, თუ აღმოჩნდება, რომ გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით ეს არ დადასტურდა, მე მხოლოდ კმაყოფილი ვიქნები, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ეს დადასტურებულია – დამნაშავეებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ.

ქვეყნის დასანქცირებასაც ითხოვდნენ, მაგრამ თუ კონკრეტულ პირზე იყო რაღაც კონკრეტული მტკიცებულებებით, მაშინ მე ეს არ მიმაჩნია დანაშაულად,” – განაცხადა მედიასთან გელა ნიკოლაიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არაფერი უთქვამს ნიკოლაიშვილს, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს ან მოწმის ჩვენებად, ან მნიშვნელოვან ინფორმაციად” – ბადრი ჯაფარიძე
  • 8 პოლიტიკოსის საქმე – პროკურორის განცხადებთ, ბრალდების მხარისთვის “ტიკ-ტოკერი ჟურნალისტის” ჩვენება “სარწმუნოა”
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge