Thursday, July 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოწმე მოვიდა, ჟურნალისტი ვარო, სტატიებს ვწერო, მაგრამ არ ვაქვეყნებო…” – ადვოკატი ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ პროკურატურის მოწმეზე

July 16, 2026
“მოწმე მოვიდა, ჟურნალისტი ვარო, სტატიებს ვწერო, მაგრამ არ ვაქვეყნებო…” – ადვოკატი ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ პროკურატურის მოწმეზე

ადვოკატი ომარ ფურცელაძე ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესს ეხმაურება და წერს, რომ საქმეზე მოწმედ დაკითხული პირის ჩვენებები, მისი შეფასებით, საქმის მტკიცებულებების სტანდარტთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

“ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლის სამართლის საქმის სტანდარტი რომ წარმოიდგინოთ #4:
მოწმე მოვიდა, ჟურნალისტი ვარო. სტატიებს ვწერო, მაგრამ არ ვაქვეყნებო. ხელფასიც მაქვს, ოღონდ არ მერიცხებაო.” – წერს ადვოკატი ომარ ფურცელაძე ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესიდან.

პროკურატურის მოწმე ნინო ონიანია. ონიანის მტკიცებით, აქვს ჩანაწერები, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიგურირებენ, თუმცა რა შინაარსისაა ეს ჩანაწერები, ის ამ შეკითხვებს მედიასთან არ პასუხობს.

საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს ჩვენი დადასტურება არ სჭირდება, საუბარია სუვერენული სახელმწიფოს ლიდერზე, რომელმაც იცის და უყვარს საკუთარი ქვეყანა…” – ზახაროვა
  • “გიორგი უძილაურმა პროცესზე თქვა: „მე რომ ჯაშუში ვყოფილიყავი, კონტრდაზვერვა კი არ დამაკავებდა, დამამუშავებდაო“ – ადვოკატი
  • დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge