პროექტ “პრაიმ ჰაუსის” ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მაყურებელს ბოდიშს უხდის.
„მეგობრებო, მინდა ბოდიში მოგიხადოთ დღევანდელი დღისთვის. ვიცი, რომ თავი ხელში უნდა ამეყვანა. არ მინდა ჩემი არასწორი საქციელი სისუსტედ ჩამითვალოთ. მაგრამ, მეც ადამიანი ვარ და მეც მაქვს ნერვები. პროექტის ბოლო კვირებია და დაძაბულობა პიკს აღწევს. გპირდებით, მსგავსი აღარ განმეორდება,“- წერს გიორგი ნაზღაიძე.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ტირის პროექტში გიორგი ნაზღაიძე და აღნიშნავს, რომ „დაიღალა“. პროექტის გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ ეს პოსტიც ამ ფაქტს უკავშირდება.