პოლონეთში დააკავეს 46 წლის ქართველი, რომელსაც 69 წლის კაცისთვის დაახლოებით 45 ათასი ზლოტის, დოკუმენტებისა და ჩანთის ძალადობით წართმევას ედავებიან. გამოძიების ცნობით, შემთხვევა ბანკთან მოხდა. დაზარალებული თანხის განაღდების შემდეგ ავტომობილში ჩაჯდა, რა დროსაც უცნობი კაცი მგზავრს ჩუმად მიუახლოვდა, ჩანთა ძალით გამოსტაცა და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.
პოლიციის განცხადებით, ვიდეოკამერების კამერების ჩანაწერებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ეჭვმიტანილი ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში დააკავეს. სასამართლომ მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
