Thursday, July 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“და­ლე­წი­ლე­ბი არი­ან, ტან­საც­მე­ლი ვერ ჩა­ვაც­ვით ვერც ბავ­შვს და ვერც დე­დას…” – რას ამბობს გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ახლობელი

July 16, 2026
“საღამოს 9-იდან 10 საათამდე, ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მივალ ტრაგედიის ადგილზე ორი სანთლით, დაღუპული დედა-შვილის ხსოვნის პატივსაცემად…მე მივალ, შენც მოდი” – გოგა აფციაური

სას­ჯე­ლის უმაღ­ლეს ზო­მას ვი­თხოვთ, ვი­თხოვთ, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რას საქ­მე. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ვე­ლო­დე­ბით და და­ვი­წყებთ ბრძო­ლას, არ­ცერ­თი წუ­თით უკან დამ­ხე­ვე­ბი არ ვართ, – ამის შე­სა­ხებ გორ­ში ავა­რი­ის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი დედა-შვი­ლის ახ­ლო­ბელ­მა, ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლის გარ­და მან­ქა­ნა­ში კი­დევ ორი „უგო­ნოდ მთვრა­ლი ადა­მი­ა­ნი იყო“.

“პრო­კუ­რა­ტუ­რამ 276-ე მუხ­ლის მე­ცხრე ნა­წი­ლით აღ­ძრა, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ჩვენ ვი­თხოვთ, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით უნდა აღიძ­რას. ორი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, მი­ა­ჭყლი­ტა და გა­იქ­ცა, უგო­ნო მთვრალ­მა. პრო­კუ­რო­რი შო­რე­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი წერს, რომ 354 ჯა­რი­მა ჰქონ­და ბოლო წელ­ში გა­მო­წე­რი­ლი. მე ვკი­თხუ­ლობ, რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ამ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის ხოც­ვა? ეს თა­ვაშ­ვე­ბუ­ლი მძღო­ლე­ბი, მთვრა­ლე­ბი, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, პირ­და­პირ ცი­ხე­ში უნდა წა­ვიდ­ნენ. ყვე­ლა უნდა გა­მო­ვი­დეს, ყვე­ლა გვერ­დში უნდა დაგ­ვიდ­გეს, უნდა ავ­ლაგ­მოთ ამა­თი თა­რე­ში. სას­ჯე­ლის უმაღ­ლეს ზო­მას ვი­თხოვთ, ნუ გაგ­ვამ­წა­რე­ბენ ისე­დაც გამ­წა­რე­ბულს, ჩვენ არ და­ვი­ხევთ უკან. უნდა დალ­პეს ცი­ხე­ში, კა­ნონ­მა უნდა იზე­ი­მოს. ჩვენ მუხლს არ ვე­თან­ხმე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ვე­ლო­დე­ბით და და­ვი­წყებთ ბრძო­ლას, არ­ცერ­თი წუ­თით უკან დამ­ხე­ვე­ბი არ ვართ.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლებ­მა თქვეს, მან­ქა­ნა­ში იჯდა ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი და კი­დევ ორი, მას­ზე უგო­ნოდ მთვრა­ლი, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი. ისი­ნი სას­წრა­ფოდ გა­ა­რი­და ად­გი­ლი­დან, რომ და­ე­მა­ლა მათი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ვი­თხოვთ, სა­ნამ უცხო­ეთ­ში გა­დავ­ლენ, მათ და­კა­ვე­ბას. გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბის მუხ­ლით უნდა აღიძ­რას მათი საქ­მე. მი­ა­ტო­ვეს, რა­ტომ არ გად­მო­ვიდ­ნენ და დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს, იქ­ნებ ეცო­ცხლათ? ეტყო­ბა ურ­ჩი­ეს და ერ­თმა აიღო თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი და­ფა­რა. მათ­ზეც უნდა გავ­რცელ­დეს ციხე, ვინც მთვრალს ჩა­უჯ­დე­ბა. გინ­და ავ­ტო­მა­ტი გა­და­გი­კი­დე­ბი­ათ ზურ­გზე და გინ­და მთვრა­ლებს გივ­ლი­ათ. ვის ხო­ცავთ, ვის გაზ­რდილ შვი­ლებს ხო­ცავთ? და­ლე­წი­ლე­ბი არი­ან, ტან­საც­მე­ლი ვერ ჩა­ვაც­ვით ვერც ბავ­შვს და ვერც დე­დას, სიკ­ვდი­ლიც არის და სიკ­ვდი­ლიც” – გა­ნა­ცხა­და ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვილ­მა.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გო­რის ცენ­ტრში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, 13 ივ­ლისს მოხ­და. „ჯი­პის“ ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ახალ­გაზ­რდა ქალს და მის 3 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა. დე­დაც და შვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ. და­კა­ვე­ბულ რე­ვაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-9 ნა­წი­ლით (ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
  • TasteAtlas-ის მსოფლიოს 100 საუკეთესო სამზარეულოს რეიტინგში ქართული სამზარეულო 21-ე ადგილზეა
  • ” მჯერა, ამ ყველაფერს ისე გამოიყენებ, რომ გახდები მოტივატორი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც რაღაც სიძნელეს წააწყდება” – გიორგი ქოჩორაშვილის მიმართვა 10 წლის ბიჭს, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge