Wednesday, July 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნიუ იორკში, როკფელერების ცენტრში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ბიზნესფორუმი გაიმართა

July 15, 2026
ნიუ იორკში, როკფელერების ცენტრში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ბიზნესფორუმი გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, Vinoveli Inc-ის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ იორკში, როკფელერების ცენტრში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ბიზნესფორუმი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას ღვინის ბლოგერები, იმპორტიორები, მედიის, HoReCa (სასტუმრო-კაფე-რესტორანი) და კომერციული სექტორების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების სხვადასხვა სახეობის 40-მდე ბოთლი ღვინო.

„მსგავსი ფორმატის აქტივობები ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მომხმარებელთა ინტერესის ზრდასა და აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

ღონისძიებების მიმდინარეობისას ვიზიტორებმა დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინო, მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის 8000-წლიანი მემკვიდრეობის, ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებისა და ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მაღალია როგორც ხარისხის მოთხოვნები, ისე კონკურენციის დონე. ბოლო წლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდას ამერიკის ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმოადგენს, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თუ 1 წლამდე ასაკის ბავშვი გყავთ, ზღვის კურორტი თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს” – ივანე ჩხაიძე
  • “საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი” – არჩილ გორდულაძე
  • როგორია ზურა ჯაფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მანქანა დაეჯახა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge