Wednesday, July 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის ხიდის მიმდებარედ დახაზულმა საავტობუსო ზოლმა მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება გააუმჯობესა” – კახა კალაძე

July 15, 2026
“მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის ხიდის მიმდებარედ დახაზულმა საავტობუსო ზოლმა მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება გააუმჯობესა” – კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გლდანის რაიონში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის სახელობის ხიდის (ე.წ. შეშელიძის) მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გადაადგილების ახალი სქემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდა.

„გლდანის რაიონში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის სახელობის ხიდის მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო. ასევე, გარკვეული მიმართულებებით მოძრაობის წესები შეიცვალა. გადაადგილების ახალი სქემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდა. რა თქმა უნდა, მძღოლებს გარკვეული დრო დასჭირდებათ, რომ ადაპტირდნენ, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ნაკადებს ცვლილებების შედეგად, როგორ მიმდინარეობს პროცესი და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად ვიღებთ. მას შემდეგ, რაც ე.წ. ბასლაინი დაიხაზა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება. აქამდე ჯორჯ ბალანჩინის ქუჩიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს მანქანების საცობში უწევდათ დგომა. სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაჩნდა აღნიშნულ ტერიტორიაზე საცობი. შეფერხება იყო, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. დიდ დიღომში მცხოვრებლებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ მისვლისთვის დიდი დრო სჭირდებოდათ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტობუსის ზოლის მოწყობის გარეშე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების კომფორტულად გადაყვანა ვერ მოხერხდებოდა.

„იმის გამო, რომ ავტობუსებს საცობში დგომა უწევდათ, გაჩერებებზე მგზავრების რაოდენობა ორმაგდებოდა. ავტობუსის გაჩერებაზე მისვლას 10-15-წუთიანი ინტერვალი აქვს, თუმცა მოქალაქეებს, დაახლოებით, 40 წუთი უწევდათ გაჩერებაზე დგომა. აღარ ვსაუბრობ გადაადგილებაზე. ეს ყველაფერი ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევდა და ეს აბსოლუტურად მესმის. ადამიანი, რომელიც დილას მიდის სამსახურში, შემდეგ მთელი დღე მუშაობს და საღამოს დაღლილი ბრუნდება სახლში, მას საზოგადოებრივი ტრანსპორტით კომფორტულად გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეს. ავტობუსის ზოლის მოწყობის გარეშე ამ ტერიტორიაზე გაზრდილი მგზავრთნაკადის შეფერხებების გარეშე გადაყვანა ვერ მოხდებოდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განხორციელებული სატრანსპორტო ცვლილების შედეგად, არსებული ქაოტური მოძრაობა დარეგულირებულია, თუმცა რჩება პრობლემური მონაკვეთი და მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში კონკრეტულ გადაწყვეტილებას აქაც მიიღებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ქაოტური მოძრაობა დარეგულირდა, რიგ მიმართულებებზე გაუმჯობესდა კერძო ავტომობილების გადაადგილება. მაგალითად, ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით ავტომანქანით მგზავრობის დრო რვა წუთით შემცირდა, ხოლო ექვსი წუთით შემცირებულია – ქერჩისა და ახმეტელის ქუჩის კვეთიდან ფეიქრების ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე ისევ გვრჩება გამოწვევა. ჩვენ არ ვერიდებით პრობლემებზე საუბარს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველა მიმართულებით მუშაობენ, აწარმოებენ ყოველდღიურ მონიტორინგს, რომ სიტუაცია დარეგულირდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ხალხში დავდივარ…ყველას ფეხზე ჰკიდია, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დაგვიჭერენ თუ – არა” – თამარ ჩერგოლეიშვილი
  • ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა
  • მნიშვნელოვანი სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge