გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის გოგონას დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედაც და შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.
“ტელეკომპანია თრიალეთი“ სათვალთვალო კამერის ჩანაწერს ავრცელებს. კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ავტომობილები აღნიშნულ მონაკვეთზე ჩვეულებრივი სიჩქარით. 22:10:07-ზე კი კადრში დიდი სიჩქრით შემოდის ავტომობილი, რომელმაც რამდენიმე წამში დედა და 3 წლის ბავშვი შეიწირა.
