Tuesday, July 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI

July 14, 2026
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს თანახმად, თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს.

“აღმოჩნდა, რომ 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში:

379-მა თანამდებობის პირმა 24 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქარი მიიღო.
ფულადი საჩუქრის სახით 11 მლნ ლარი მიიღეს, ხოლო უძრავი ქონების სახით 12 მლნ ლარი. ასევე, საჩუქრად მიიღეს ავტომობილები, იარაღი და სამკაული.
საჩუქრების 60.78% მშობლებისგან მიიღეს.
უწყებების მიხედვით, ჯამურად ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ – 2,3 მლნ ლარი.
საჩუქარი როგორც უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საშუალება:

უკანონო გამდიდრების პრევენციის მიზნით, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანონ მათი ან მათი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ნებისმიერი საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება. ამასთან, მათ ეკრძალებათ ისეთი საჩუქრის მიღება, რომლის ღირებულება მათი წლიური ხელფასის 5%-ს აღემატება.

შეზღუდვები არ ვრცელდება თანამდებობის პირების მიერ ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე. ეს გამონაკლისი ლოგიკურია, თუმცა, ამავე დროს, არსებობს საფრთხე, რომ სათანადო ზედამხედველობის არ არსებობის შემთხვევაში, გამონაკლისი კანონის „ხვრელად“ გადაიქცეს, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მოხელეები კანონით აკრძალული შემოსავლის „გათეთრებისთვის“ გამოიყენებენ, ანუ კანონის დარღვევით მიღებული შემოსავლის დეკლარირება მოხდება, როგორც ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრის.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში, როცა საჯარო მოსამსახურე მსხვილ საჩუქარს (დიდი ოდენობით თანხა ან მაღალი ღირებულების ნივთები, მომსახურება) ადეკლარირებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს, ხომ არ აქვს ადგილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მცდელობას. სულ მცირე უნდა შემოწმდეს, ჰქონდა თუ არა ძვირადღირებული საჩუქრის გამცემ პირს ასეთი საჩუქრის გაცემის ფინანსური შესაძლებლობა.

ზოგადი მონაცემები

2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით დეკლარაცია 4700-ზე მეტმა თანამდებობის პირმა შეავსო. აქედან, საჩუქრები 379-მა თანამდებობის პირმა დაადეკლარირა, რომელთა ჯამური ღირებულება 24 მილიონი ლარია.

რა სახის საჩუქრებს იღებენ თანამდებობის პირები:

თანამდებობის პირები საჩუქარს ყველაზე ხშირად უძრავი ქონების სახით იღებენ. 09.2025-04.2026 პერიოდში 100-მა პირმა ჯამურად 12 მლნ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება მიიღო. უძრავი ქონებიდან 48 საცხოვრებელი სახლია, ხოლო 69 – მიწის ნაკვეთი.

233-მა თანამდებობის პირმა ჯამურად 11 მლნ ლარი მიიღო ფულადი საჩუქრის სახით, რაც საშუალოდ ერთ პირზე 47 ათასი ლარია. მათგან 28 თანამდებობის პირს 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხა აქვს მიღებული. საჩუქრებში დაადეკლარირეს ასევე 28 ავტომობილი და 6 იარაღი.

ფულადი საჩუქრის ჩუქების შემთხვევაში, საჩუქარი ხშირად დოლარში ან ევროშია მითითებული. 09.2025-04.2026 პერიოდში მიღებული 11 მლნ ლარის საჩუქრებიდან, 5,6 მლნ ლარი დოლარში იყო, ხოლო 1,7 მლნ ევროში”. – წერს TI.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროპის აეროპორტებში ბარგის პლასტიკური ფირით შეფუთვა აიკრძალება
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • “ნეიტრალური საქართველოს” წევრებმა სასამართლოში ჩვენებები კალასის, კოსის, ფონ დენ ლაიენის და დეგნანის წინააღმდეგ მისცეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge