Tuesday, July 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

July 14, 2026
ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? – რას აცხადებს მესამე პრეზიდენტი

„ნაცმოძრაობა“ თავის დროზე შეიქმნა, მათ შორის უკანონო მშენებლობებსა და ეკოლოგიის დაზიანებაზე რეაგირებისთვის, ახლა კი, ჯერ კიდევ ტელესტუდიებიდან კომენტარებით ვიფარგლებით. მე ეს არ მომწონს და ჩვენ ამას ვცვლით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, მშენებლობები რომ საფრთხეს შეიცავდა მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, დიდი ხანია, ცნობილი იყო.

„ქოცებს აქამდე მწარედ ხვდებოდათ გულზე ჩემი კადრები, რომელიც ასახავს, როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობის დროს. ჩემს მისაბაძად და საკუთარი მონაწილეობის კადრების ჩასაწერად გაცვივდნენ თელავში, მაგრამ ჩემი მიბაძვა თუ მართლა სურთ ივანიშვილის ზოოპარკის ბინადრებს, უნდა მომბაძონ მთავარში – არ მოიპარონ და ქრთამი არ აიღონ, მაგრამ მაშინ ხომ ქოცები აღარ იქნებიან. არადა, აქ მოიპარეს ფული, რომელიც გამოყოფილი იყო დამბების გაწმენდაზე და აიღეს ქრთამები სამშენებლო ნებართვის გაცემაზე, იქ სადაც მშენებლობა არ შეიძლება. ვინაიდან, ამასთანავე, უვიცები არიან, უბრალოდ ვერ გათვალეს, რომ სამშენებლო ნორმების დარღვევა შეიცავდა რეალურ საფრთხეს. ასე კორუფცია, უვიცობა და ესე იგი, ქოცობა საშიშია თქვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

ამავე დროს, არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არშესრულებას. მშენებლობები რომ საფრთხეს შეიცავდა მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, დიდი ხანია, ცნობილი იყო. რატომ არ ატეხეს მანამდე ერთი ამბავი, რატომ დაელოდნენ, რომ უბედურება მომხდარიყო და შემდეგ სატელევიზიო კომენტატორებად?

თავის დროზე, „ნაცმოძრაობა“ შეიქმნა, მათ შორის უკანონო მშენებლობებსა და ეკოლოგიის დაზიანებაზე რეაგირებისთვის, ახლა კი, ჯერ კიდევ ტელესტუდიებიდან კომენტარებით ვიფარგლებით. მე ეს არ მომწონს და ჩვენ ამას ვცვლით.

ამავე დროს, გამაოგნებელია დიქტატორის მსახურების თავხედობა – ისე, ნერვის გატოკების გარეშე ამბობენ, სამშენებლო ნებართვები არასწორად გაიცაო, გეგონება, მაშინაც ივანიშვილის ხალხმა არ გასცა ის ნებართვები და ახლაც ივანიშვილის დავალებით არ გაიცა „არაბული ქალაქების“ ნებართვები, რომლებიც კატასტროფულ საფრთხეს უქმნიან ეკოლოგიასა და მოსახლეობას“, – წერს სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს იმისთვის იყო გაკეთებული ჩემი მხრიდან, რომ ჭკუა ისწავლონ…” – რა თქვა ხაინდრავამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ
  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge