Tuesday, July 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არავისთან მიმართებაში” – ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

July 14, 2026
“არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები, სადაც რაღაც ზღაპრებს ჰყვებიან” – ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, არავისთან მიმართებაში. რადგან მტკიცებულებები არ არის, ჰყავთ პოლიციელები, რომლებიც გაუბედურებულ მდგომარეობაში არიან, შესაცოდები არიან ეს ადამიანები და უსინდისობას სჩადიან, – ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოწმე პოლიციელებს დანაშაულთან მიმართებით პატაკი არ აქვთ დაწერილი და დანაშაული მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, „როცა პროკურატურამ დაუძახა“.

„პროცესები მალე დასრულდება. ჩვენ რასაც ვუყურებთ, თვის ბოლოს ან აგვისტოს შუაში დასრულდება პროცესები.

სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, არავისთან მიმართებაში. რადგან მტკიცებულებები არ არის, ჰყავთ პოლიციელები, რომლებიც გაუბედურებულ მდგომარეობაში არიან, შესაცოდები არიან ეს ადამიანები და უსინდისობას სჩადიან. არ ამბობენ რელიგიურ ფიცს, ფიქრობენ, რომ რელიგიურ ფიცს თუ არ იტყვიან ღმერთი აპატიებთ, სამოქალაქო ფიცს დებენ და შემდეგ იტყუებიან და ჰყვებიან ზღაპრებს. მოწმეებს არაფერი არ ახსოვთ და ვერაფერს კონკრეტულად ვერ და არ ამბობენ, რომ ტყუილში ვერ დავიჭიროთ, რადგან რომ თქვან, ამოვიღებთ ჩანაწერებს.

დანაშაულთან მიმართებით არცერთ პოლიციელს პატაკი არ აქვს და არ უთქვამს დანაშაული დავინახეო. პროკურატურამ როცა დაუძახა და გამოარჩია მერე გაახსენდათ. ყველაფერი შეთითხნილია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე
  • ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენებებს დღეს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები მისცემენ
  • ხანძარი ორთაჭალაში – ახალი დეტალები ადგილიდან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge