თბილისში ბინა გაქურდეს – წაღებულია ფული და ძვირადღირებულ ნივთები
პოლიციამ ბინის გაქურდვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფულს და ძვირადღირებულ ნივთებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც შსს იუწყება, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე, ამოღებულია ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
