გორში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ,,ჯიპის” ტიპის ავტომანქანა ქვეით დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულები გორის კლინკებში გადაიყვანეს.
ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
