თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანახმად, მიღებულია გადაწყვეტილება თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რიყის დოქების დემონტაჟის თაობაზე – ინფორმაციას BMG ავრცელებს.
ობიექტი ამჟამად შპს “რიყე დომ”-ის საკუთრებაშია. რიყის დოქების შესახებ 2025 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომელიც მისი დემონტაჟის უფლებით გასხვისებას ითვალისწინებდა, რაც ადგილზე მინიმუმ 44 მილიონი ლარის ინვესტიციით უნდა განხორციელებულიყო.
2025 წლის ივნისში “რიყე დომ”-ის მესაკუთრე გახდა კომპანია “მაქრო ფროფერთი”, რომელსაც ჯერჯერობით შენობის დემონტაჟის შემდეგ განსავითარებელი სასტუმროს პროექტი არ წარუდგენია.
