Tuesday, July 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე

July 13, 2026
რას ამბობს შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე

თავად მოტივზე ელისაშვილმა ილაპარაკა, როგორ გეგმავდა თავდაპირველად, ავტომატი ეყიდა და მოსამართლეებსა და პროკურორებს დახვედროდა და დაეცხრილა, ყველა ტერორისტი ამბობს, რომ უსამართლობას ებრძვის, ყველა, ვინც ქალებსა და ბავშვებს კლავს, ვინც შენობებსა და მანქანებს აფეთქებს და წვავს, ყველა ამბობს, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის. თავად დაადასტურა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს ჩადიოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ის „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „სანამ რეაქცია ადეკვატური არ იქნება ALDE-სგან [რომელი პოლიტიკური პარტიის წევრიც „ლელოა“], არასერიოზული იქნება კოსისგან და კალასისგან ნებისმიერი სახის კომენტარი საქართველოსთან დაკავშირებით“. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს ყოველ ჯერზე შეახსენებენ, რომ მათი პოლიტიკური თანამებრძოლი ტერორისტია.

„ALDE-მ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას და მათ რიგებში ზიზღის ენის შემოქმედები ჰყავთ. შემდეგ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას და ქალბატონებს კალასს და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებებში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები, ისინი რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებაში მონაწილეობდნენ, რომლებიც პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ. ამის შემდეგ კი ლოგიკური გაგრძელებაა, რომ საქმე ტერორისტულ აქტამდე მივიდა, რომელზეც ალეკო ელისაშვილს შესაბამისი სასჯელი მიესაჯა და ახლა უკვე ტერორისტული აქტის მიმართ იჩენენ ტოლერანტობას, რაც ALDE-ს, როგორც გაერთიანების საეჭვო ღირებულებით კოორდინატებს აჩვენებს. განსაკუთრებით სკანდალურია, რომ ALDE-ს ლიდერები კოსი და კალასი არიან, რომლებიც პასუხს აგებენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე და ევროკავშირის პოლიტიკაზე საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი კი არის ისეთი ადამიანების ხელში, რომლებიც ტერორისტთან ერთად პოლიტიკურ ოჯახში იმყოფებიან, ეს დიდი სკანდალია.

სანამ რეაქცია ადეკვატური არ იქნება ALDE-სგან, არასერიოზული იქნება კოსისგან და კალასისგან ნებისმიერი სახის კომენტარი საქართველოსთან დაკავშირებით. ყოველ ჯერზე შევახსენებთ, რომ მათი პოლიტიკური თანამებრძოლი ტერორისტია.

რაც შეეხება კვალიფიკაციას, ამას სასამართლოა ადგენს, მტკიცებულებები იქნა წარდგენილი და განაჩენი იქნა გამოტანილი. თავად მოტივზე ელისაშვილმა ილაპარაკა, როგორ გეგმავდა თავდაპირველად, ავტომატი ეყიდა და მოსამართლეებსა და პროკურორებს დახვედროდა და დაეცხრილა. ყველა ტერორისტი ამბობს, რომ უსამართლობას ებრძვის, ყველა ვინც ქალებსა და ბავშვებს კლავს, ვინც შენობებსა და მანქანებს აფეთქებს და წვავს, ყველა ამბობს, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის. თავად დაადასტურა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს ჩადიოდა და ახლა იმაზე წუწუნი, რომ ტერორისტული აქტი არ არის, სასაცილოა!“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული აქტის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – რა ვითარებაა ადგილზე?
  • ევროპის აეროპორტებში ბარგის პლასტიკური ფირით შეფუთვა აიკრძალება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge