Monday, July 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სტიქიის პრევენციისთვის არსებობდა ნაგებობები, რომლებიც იყო მწყობრში და სწორედ მწყობრში მყოფი ღვარცოფდამცველების დამსახურებაა ის, რომ ზიანი არ არის უფრო დიდი” – შალვა პაპუაშვილი

July 13, 2026
“სტიქიის პრევენციისთვის არსებობდა ნაგებობები, რომლებიც იყო მწყობრში და სწორედ მწყობრში მყოფი ღვარცოფდამცველების დამსახურებაა ის, რომ ზიანი არ არის უფრო დიდი” – შალვა პაპუაშვილი

მასშტაბური სტიქია მოხდა თელავში. როგორც შედეგებმა და კვლევებმა აჩვენა, რამდენიმე საათში თელავში ნალექის ნორმის 85 პროცენტი მოვიდა, რაც თავისთავად აჩვენებს, რა მასშტაბის სტიქიასთან გვქონდა საქმე. ასეთი მასშტაბის სტიქია თელავში ბოლოს 55 წლის წინ მოხდა, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სწორედ მაშინ მოეწყო ღვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც, ფაქტობრივად, დიდი როლი შეასრულეს, რათა შედეგები კიდევ უფრო მძიმე არ ყოფილიყო.

„თქვენ ნახეთ, პირველადმა კვლევამ რა აჩვენა. ღვარცოფდამცავმა ნაგებობებმა შეაკავეს ხეების, მორებისა და ღორღის დიდი ნაწილი. თუმცა სტიქია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ღვარცოფმა გვერდი აუარა სამ ჯებირს, რომელიც ქალაქს იცავდა და დარჩენილი მასა ქალაქამდე ჩამოვიდა. სტიქიისა და მიყენებული ზიანის მასშტაბი საკმაოდ დიდია, თუმცა, მეორე მხრივ, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც მაშინვე ჩაერთო სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში. ძირითადი ზიანი, რომელიც ქალაქს მიადგა – გზებზე ჩამოტანილი ქვა-ღორღი – უკვე გაწმენდილია და სამუშაოები დასასრულს უახლოვდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც, მისივე თქმით, მაშინვე ჩაერთო თელავში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში.

„ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მოხალისეებს. განსაკუთრებული მადლობა კახეთის ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოს, რომლებიც ჩამოვიდნენ და მოხალისეებად მუშაობენ, რათა თელავს დაეხმარონ. ვხედავთ, რომ ძირითადი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. შემდეგ ეტაპზე დაიწყება ყველა იმ შენობის გაწმენდა, რომელიც დაზიანდა. ზარალი აღირიცხება და, შესაბამისად, სახელმწიფო მიიღებს შესაბამის ზომებს. ვერ გეტყვით, რომელ შენობაზე რა ნებართვა იყო გაცემული ან არ იყო გაცემული. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველა ამ საკითხს შეისწავლიან. თუმცა, ამას უშუალო კავშირი თავად სტიქიასთან არ აქვს. თავად ეს შენობებიც დაზიანდა, თუკი რაიმე უკანონო იყო. დასადგენია, იყო თუ არა რაიმე უკანონო მშენებლობა, ამ უკანონო მშენებლობის მიმართ ხომ არ იყო დაშვებული რაიმე ტოლერანტობა, რა კავშირი აქვს ამას უშუალოდ სტიქიასა და მის შედეგებთან. პრემიერს ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ღია და პირდაპირი პასუხი ჰქონდა. ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი და შესაბამისი პასუხიც გაიცემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა თელავი მაქსიმალურად დაცული იყოს ასეთი მოვლენებისგან. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა: „მიმაჩნია, რომ არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვები, დანარჩენს შესაბამისი უწყებები დაადგენენ“.

12 ივლისს, გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. ამასთან, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, დაზიანდა ავტომანქანები. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თელავში სტიქიის პირველად შეფასება გამოაქვეყნა. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ სტიქიის ზონის დეტალურ შესწავლას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • მერიამ რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გასცა
  • რას ამბობს შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge