კრემლი ყურადღებით დააკვირდება „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას, რომელიც დღეს პარიზში გაიმართება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვმა ამ ჯგუფს უწოდა იმ ქვეყნების ბლოკი, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ.
„ეს არის ომის მსურველთა კოალიცია. ეს არის იმ ქვეყნების ჯგუფი, რომელსაც არ უნდა მშვიდობა, ომის გაგრძელება სურს და იმ ილუზიაში ცხოვრობს, თითქოს შესაძლებელია ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება. აქედან გამომდინარე, ეს არის ილუზიაში მყოფთა და ომის მსურველთა კოალიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით. ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს ახორციელებენ, ამიტომ ამას ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს,“ – აღნიშნა პესკოვმა.
