Monday, July 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თვითონ სახელმწიფოს ოფიციალურად ჰყავს აღიარებული 170 დაზარალებული, თუმცა, 5 ადამიანია დაკავებული, რაც სრული აბსურდია და სასაცილო მდგომარეობაა” – ზვიად მაისაშვილი

July 13, 2026
“თვითონ სახელმწიფოს ოფიციალურად ჰყავს აღიარებული 170 დაზარალებული, თუმცა, 5 ადამიანია დაკავებული, რაც სრული აბსურდია და სასაცილო მდგომარეობაა” – ზვიად მაისაშვილი

თვითონ სახელმწიფოს ოფიციალურად ჰყავს აღიარებული 170 დაზარალებული, თუმცა, 5 ადამიანია დაკავებული, რაც სრული აბსურდია და სასაცილო მდგომარეობაა,- ამის შესახებ გდდ-ს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა ზვიად მაისაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სახელმწიფოს არ სურს ის დანაშაული და ძალადობრივი ქმედებები გამოიძიოს, რაც 2024-2025 წელს მიმდინარე აქციებზე მოხდა.

„წელიწად-ნახევარია გასული და მთელი ეს დრო გვეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელი იყო მათი იდენტიფიცირება და უცებ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია. კონკრეტულად ჩემს საქმეშიც ბევრად მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე ორი ადამიანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისტემა საერთოდ არ ცდილობს გამოიძიოს, ის რაც ხდება. ეს ყველაფერი ფარსი და ტყუილია. შესაბამისად, სხდომებიც იმიტომ არის დაკეტილი, არ უნდათ ზედმეტი დეტალების გამოაშკარავება. მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები მართლა ისინი არიან, ვინც ჩემს ცემაში იღებდნენ მონაწილეობას, რადგან ხელისუფლება საერთოდ არ ცდილობს იმ ადამიანებს გაემიჯნოს, რომლებმაც ძალადობა განახორციელეს, რაც იმას ნიშნავს, თავად არიან ამ საქმის პირდაპირი მონაწილეები. თვითონ სახელმწიფოს ოფიციალურად ჰყავს აღიარებული 170 დაზარალებული, თუმცა, 5 ადამიანია დაკავებული, რაც სრული აბსურდია და სასაცილო მდგომარეობაა. ეს მიუთითებს იმას, რომ სახელმწიფო არ ცდილობს გამოიძიოს ის დანაშაული, რაც მოხდა“, – განაცხადა მაისაშვილმა.

ცნობისთვის, ზვიად მაისაშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გდდ-ს სამი თანამშრომელია დაკავებული. სამივე ბრალდებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც.

პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული საქმიდან ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • პროკურორის განმარტებით, გურამ როგავამ და ზვიად მაისაშვილმა სასამართლო პროცესზე დასწრება დაგვიანების გამო ვერ შეძლეს
  • ლევან იოსელიანი ელისაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმიანება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge