Monday, July 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებას პასუხობს

July 13, 2026
ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებას პასუხობს

ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებას პასუხობს და მას „სამარცხვინო დამოკიდებულებად“ აფასებს. მისი მტკიცებით, კალასი არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება.

“ქართული ოცნების” ლიდერი აცხადებს რომ “ევროკავშირმა საქართველოს მიმართ საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას” უნდა გადახედოს.

“ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ არის ქვეყანა რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე. არის კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება. ეს არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება, რაც შესაბამისად მძიმე შეფასებას იმსახურებს. როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას და უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებასა და ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა.

ჩვენ ყველგან ვართ და სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, მათ შორის დაკავშირებადობის კუთხითაც.

რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, მათ უნდა გადახედონ საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და ქართველი ხალხის მიმართ. გასაგებია, რომ უნდოდათ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაშ კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება, გავიგეთ. 5 -ჯერ გავიგეთ ეს ყველაფერი, 5-ჯერ სცადეს ხელისუფლებაში გვარამიას, ბოკუჩავას, ხაბეიშვილის და ამ ადამიანების დაბრუნება. გავიგეთ, რომ უნდოდათ, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამ ადამიანებს არ იღებს? აგენტურას არ იღებს. ღია ვართ ნებისმიერი თანამშრომლობისთვის, მათ შორის, მზად ვართ იმისტვის, რომ დავივიწყოთ ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს ქართველი ხლხის წინააღმდეგ გასული 5 წლის განმავლობაში” – ამბობს კობახიძე.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების არარსებობის გამო, აქცენტს ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე აკეთებს.

როგორც კალასმა „ევროსკოპთან“ საუბრისას აღნიშნა, ბრიუსელში ასევე იმსჯელეს, როგორ შეიძლება ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეებს, რათა მათ „ევროპის იმედი არ დაკარგონ“.

მისივე თქმით, ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან კავშირები პრაქტიკულად აღარ აქვს და არ სურს ხელისუფლების მხარდაჭერა, თუმცა განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერის გზების ძიებას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • პროკურორის განმარტებით, გურამ როგავამ და ზვიად მაისაშვილმა სასამართლო პროცესზე დასწრება დაგვიანების გამო ვერ შეძლეს
  • ლევან იოსელიანი ელისაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმიანება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge