78 წლის ასაკში ახალზელანდიელი მსახიობი სემ ნილი გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის ოჯახი ადასტურებს. ნილი წლების განმავლობაში სისხლის კიბოს ებრძოდა. სემ ნილი მსოფლიომ „იურული პარკის“ ფრენჩაიზში დოქტორ ალან გრანტის როლით გაიცნო.
ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის კარიერის განმავლობაში სემ ნილმა ითამაშა ფილმებში: The Piano, The Hunt for Red October, Event Horizon, ასევე სერიალებში Peaky Blinders და The Tudors.
