მოქალაქეები, რომლებმაც გორში, ქორწილის ესკორტში ხმოვანი იარაღიდან გაისროლეს პოლიციამ 500-500 ლარით დააჯარიმა.
სროლის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„აღნიშნული პირები დაჯარიმდნენ 500-500 ლარით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. ასევე, შეეზღუდათ აკუსტიკური იარაღის ფლობის უფლება და ჩამოერთვათ აკუსტიკური იარაღები“, – აცხადებენ უწყებაში.
