“ანაკლიის დაგვიანება ნიშნავს, ანაკლიის სიცოცხლისუნარიანობის უდიდესი რისკის ქვეშ დაყენებას” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე არა მხოლოდ ფინანსები დაიკარგოს, არამედ ის “მკვდრადშობილ პროექტად იქცეს”.
რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2029 წელს ანაკლიის პორტი ფუნქციონირებას დაიწყებს, ჩადებული ინვესტიციიდან ქვეყანა მოგებას 2050 წლის შემდეგ ნახავს.
… ანაკლიის დაგვიანება ნიშნავს, ანაკლიის სიცოცხლისუნარიანობის უდიდესი რისკის ქვეშ დაყენებას. დაკარგული დრო ნიშნავს არა მხოლოდ დაკარგულ ფინანსებს და შანსებს, დაკარგული ნიშნავს, რომ შეიძლება ეს ანაკლია მკვდრადშობილ პროექტად იქცეს. მკვდრადშობილი პროექტები ძალიან ცნობილია მსოფლიო პრაქტიკაში – აშენებდნენ მილიარდიან აეროპორტებს და მერე აღმოჩნდებოდა, რომ არავის არ სჭირდება ეს და ეს ფული გადაყრილი იყო.
[…]
ჩვენ ფული უნდა მოვაკლოთ ჯანდაცვას, ეს 1.1. მილიარდი, განათლებას, უნდა მოვაკლოთ ეს ფული ისეთ პროექტებს, რომლებიც დღეს ქვეყანას სჭირდება, ხოლო გამოსყიდვის ვადა, მაგალითად სახელმწიფომ რომ ჩადოს “ნამახვანჰესსში” ერთი მილიარდი, დაახლოებით ჰიდროენერგეტიკაში სჭირდება 15 წელი, რასაც ჩადებ 15 წელია მისი გამოსყიდვის ვადა და მერე გადის მოგებაზე, რაც შეეხება პორტს, საერთაშორისო პრაქტიკით, ანაკლიის მსგავსი პროექტის ინვესტიციის ამოღების ვადა არის 15-დან 25 წლამდე. 2029-ში თუ ანაკლიამ მართლა დაიწყო ფუნქციონირება და პირველ მოგებაზე 20230 წელს თუ გავიდა, 20250 წლის შემდეგ ამოვიღებთ უკან,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური “ლენდ ლორდის” მოდელით აშენდება.
