სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებულია 4 ოქტომბრის საქმეზე ძებნილი პირი. ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ლაშა მაღრაძის ცნობით, აღნიშნული პირი საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დააკავეს.
სუს-ის უფროსის მოადგილეს ბრიფინგზე დაკავებული პირის ინიციალები არ გაუჟღერებია.
